სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ხვდებიან, – ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა. პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

ამ წუთებში გლდანის ციხის ტერიტორიაზე სამართალდამცველების საგანგებო მობილიზებაა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გონება დაკარგა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.

Verified by MonsterInsights