უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს.
„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია „ფეისბუკში“.
ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათლება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.
„უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, – დაწერა ამ სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ „ფეისბუკში“.
ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომში 90-მდე ქართველი დაიღუპა.
სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს.
გამომშვიდობება ხვალ 12 ოქტომბერს 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გმზირი #20
წერს ფარცვანია
“უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სულ”
დაწერა აკუთარ ფეისბუკ გვერდზე, სოფელ მრიის სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭამაძემ.

უკრაინაში დაღუპული ოზურგეთელი მებრძოლის პანაშვიდი დღეს კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარში გაიმართება
ოზურგეთელი მებრძოლი-ლაშა ბროლაძე – საძახისით “გურული”, უკრაინაში, ამ დღეებში, ერთ ერთ მიმართლებაზე მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპა;
მისი პანაშვიდი დღეს 12 ოქტომბერს 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გმზირი #20 გაიმართება;
დაღუპულ მებრძოლს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი სვილი დარჩა;
ლაშა ბროლაძის ვაჟი, ლუკა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერიის მეექვსე კლასის მოსწავლეა.
მეორე შვილი, ნატანების (ახაშენის) მეოთხე კლასის მოსწავლეა;
მესამე კი ადგილობრივი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია;
როგორც სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ გვითხრა, ბროლაძის ოჯახი სოფელ ჭახვათაში, სოფელი მერიის თემში, ცხოვრობს – დაღუპული ქართველი მეომრის დედ მამა და მეუღლე;
ბროლაძე 2023 წლამდე უკრინაში “ქართული ლეგიონის” რიგებში იბრძოდა, 2023 წლიდან კი უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო დანაყოფში გადავიდა;
ბროლაძეს მშობლიურ სოფელში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ;








