უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს.
„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია „ფეისბუკში“.
ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათლება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.
„უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, – დაწერა ამ სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ „ფეისბუკში“.
ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომში 90-მდე ქართველი დაიღუპა.
სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს.
გამომშვიდობება ხვალ 12 ოქტომბერს 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გმზირი #20
წერს ფარცვანია
“უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სულ”
დაწერა აკუთარ ფეისბუკ გვერდზე, სოფელ მრიის სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭამაძემ.









