გულიკო ლომჯარია – “ალქაჯი , ბოროტი ჯადოქარი, ცხრათავიანი დევი…..ყველანი, რომ ბავშვობიდან მოვდივართ”

“ყველანი, რომ ბავშვობიდან მოვდივართ”—ამაზე ნამდვილად ვთანხმდებით….ბავშვობა, უმრავლეს შემთხვევაში, ვარდისფერი და მზისფერი რომაა–არც ამაზე ვკამათობთ, მაგრამ, სწორედ ამ ასაკიდან , რომ მოდის ზოგი შფოთი და შიში, ესეც ფაქტია….პირადად ჩემთვის და იქნებ– ბევრი ჩემნაირისთვის, ასეთი შიშები საყვარელი ზღაპრების პერსონაჟებს “მოჰქონდა “: ალქაჯი , ბოროტი ჯადოქარი, ცხრათავიანი დევი….. ნამდვილად გვთრგუნავდა და
უფროსების შეგონება-“ნუ ნერვიულობთ, ეს მხოლოდ ზღაპარიაო”- არაფერს გვშველოდა…..ჰოდა, გავიზარდეთ, დავჭკვიანდით, ცოდნა, გამოცდილება და წლები დავაგროვეთ და “”ევრიკააააა” … აღმოვაჩინეთ, დევები და ჯადოქრები , მხოლოდ ზღაპრის პერსონაჟები არ ყოფილან. ისინი ,თურმე, რეალურად არსებობენ, ჩვენს გვერდითაც არიან და რაც ყველაზე ცუდია, ჩვენით ანუ რიგითი , ჩვეულებრივი ადამიანების წყალობით აგრძელებენ არსებობას……არ გჯერათ?!?..აა
ბატონო, მაგალითები …..რამდენიც გნებავთ:
დონალდ ტრამპი, ტიპიური დევი არაა ?!? უფრო ზუსტად– ბაყბაყდევი, დიდი, მოუხეშავი ფიზიონომიით, ტლანქი მიხვრა- მოხვრითა და უკბილო იუმორით, უსაზღვრო ამბიციით და ნარცისიზმით დაავადებული, ახირებული და ჯიუტი, ცხრათავიანი კია, მაგრამ ყველა კოლოფი ცარიელი აქვს და “ცა- ქუდი და დედამიწა- ქალამანი ” ჰგონია, მოუნდება –მექსიკის ყურეს– მონათლავს, ოტარიოს- ამერიკის ტბას დაარქმევს, იერუსალიმს– ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადებს, ნატოს და ევროპას –პარაზიტებს უწოდებს… იქ ჰორმუზს “ჩაკეტავს” , ჩინეთის ლიდერს ჩაეხუტება , უკრაინას გადააგდებს და ახალ მსოფლიოს ვაშენებო –ასე ჰგონია!!!! …..პირველი მმართველობის შემდეგ, ტრამპს თავი არ გამოეყოფოდა გარეთ, მაგრამ ამომრჩეველმა იყოჩაღა– უშენოდ არ შეგვიძლიაო ,ხელში აიტაცეს, თეთრ სახლში დააბრძანეს და…ითვალონ ახლა– რამდენჯერ გაუძვირდათ ცხოვრება …..
ახლა პუტინი ?!? ესეც დევია თავისი მენტალიტეტით,, პატარა და ჩია კია, მაგრამ საშიში და ბოროტია, თანაც — ბრიყვი, არ დააყენა ეშმაკმა იმ ნიშნულზე, უდიდესი ქვეყნის ლიდერი და მსოფლიოს მეორე არმიის მთავარსარდალი რომ ერქვა , უკრაინაც მოინდომა, ევროპაც და მალე, პუშკინის ზღაპრის დედაბერივით ჩამოაჯენენ ” გატეხილ ვარცლთან”….აქაც ამომრჩევლებმა შემოიგლიჯეს ტანზე: დახოცილი ქმარ– შვილის ნაცვლად წავის შუბებსა და გამხმარ ტარანს გვირიგებენ და , “ვის ჰყავს მამა ჩვენისთანაო”…..ჰოდა, არ მოჰკლებოდეთ- შუბები და ტარანი…..
დევია– სი ძინ პინიც, ნამდვილი დევი, ძლიერი, ხარბი, ძალაუფლებისმოყვარე გიჟი, ისიც მრავალთავიანია, ოღონდ — გონიერი თავებით, ეს გონიერება, აღმოსავლური სიდარბაისლე და მოთმენის უნარი, ხვალ იმ ძალად გამოიკვეთება, სერიოზულ განაცხადს რომ გააკეთებს მსოფლიო ლიდერობაზე….ეს ვარაუდი ” ყურით მოთრეული ” არ გახლავთ, რუბიომაც გვამცნო ათენიდან:– გავერთიანდეთ, დასავლურ ცივილიზაციას სერიოზული საფრთხე რომ ავაცილითო”….. ვინ გაიგონა ან ვინ გაიგებს ამ შეგონებას არ ვიცი, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ამ დევებს– მსხვილკალიბრიანებსაც და წვრილფეხობასაც, ზოგს ქვეყნის, ზოგსაც მსოფლიოს გადაყლაპვა რომ სწადიათ, ჩვენ– ამომრჩევლები ვუჭერთ მხარს, ჩვენ ვამაგრებთ, ჩვენ ვასაზრდოებთ, ჩვენ ვუფენთ ფიანდაზებს და იქეთ ვეხვეწებით: აქა ვართ და მოგვიხმარეთო……არ ვიცი, ამ ” ზეწარივით” გრძელ და ვრცელ პოსტში, გასაგებად ვთქვი თუ არა სათქმელი, მაგრამ გამგები გაიგებს და კიდევ ერთი: დღეს, უდიდესი მნიშვნელობის სახვალიო საკითხები წყდება და ყველამ უნდა გავარკვიოთ ” ყოფნა– არ ყოფნის” მარადიულ ჭიდილში სად ვდგევართ ?! და რატომ ?!?…….. ძალიან სევდიანი ამბავი იქნება, 21- ე საუკუნეში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, დევებმა რომ შეახრამუნონ ჩვენი ნალოლიავები დედამიწა…..ისე,სახუმაროდ ნამდვილად არაა საქმე !!
წერს !ოზურგეთის საკრებულოს (1998 წლის მოწვევის), ერთ ერთი ლიდერი, გულიკო ლომჯარია;
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights