ანზორ ერქომაიშვილთნ ერთად ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელ ბადრი თოიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა

ანზორ ერქომაიშვილთნ ერთად ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელ, ცნობილ ოზურგეთელ (მაკვანეთელ) მომღერალს- ბადრი თოიძეს – 24 ოქტომბერს 85 წელი შეუსრულდებოდა
🎼ცნობილი მომღერალი და ლოტბარი ბადრი თოიძე წლების განმავლობაში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,რუსთავის“ ხელმძღვანელი იყო.
🎼ბადრი თოიძე ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ანსამბლ ,,რუსთავის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და წლების განმავლობაში მისი სოლისტი გახლდათ, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის განვითარებაში. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს…
🎼ბატონმა ბადრიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (ვ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით) 1967 წელს.
🎼1962–1974წწ. მღეროდა ანსამბლ “გორდელაში” (იყო მისი ერთერთი დამაარსებელი); 1975 წლიდან იყო ანსამბლ “რუსთავის” (ხელმძღვ. ა. ერქომაიშვილი), სოლისტ-მომღერალი და ლოტბარი; 2000 წიდან დირექტორი; მისი მონაწილეობით ანსამბლმა 500-ზე მეტი სიმღერის ფონოჩანაწერი გააკეთა; გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 1993 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს სახელმოწიფო უნივერსიტეტში. ის იყო ხელოვნების დოქტორი (2012), პროფესორი (2013), მომღერალი (ბანი).
🎼ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2002 – საქართველოს სახელმწიფო პრემია;
1998 – ღირსების ორდენი;
ქართული ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის;
1990 – საქართველოს სახალხო არტისტი;
1980 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია;
სა
🎼სახელოვანი პიროვნება და ხელოვანი 2016 წელს გარდაიცვალა ..

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (ვ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით) 1967 წელს.

1962–1974წწ. მღეროდა ანსამბლ “გორდელაში” (იყო მისი ერთერთი დამაარსებელი); 1975 წლიდან იყო ანსამბლ “რუსთავის” (ხელმძღვ. ა. ერქომაიშვილი), სოლისტმომღერალი და ლოტბარი; 2000 წიდან დირექტორი; მისი მონაწილეობით ანსამბლმა 500-ზე მეტი სიმღერის ფონოჩანაწერი გააკეთა; გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 1993 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს სახელმოწიფო უნივერსიტეტში. ხელოვნების დოქტორი (2012), პროფესორი (2013), მომღერალი (ბანი).

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights