“ასე აღესრულა ლაშა ბროლაძე , საძახისით გურულო, ქართველი , ტომით გურული, უკრაინაში , ქალაქ სუმთან ..” არჩილ ხოფერია ლაშა ბროლაძეზე

ერთი კილომეტრი გამოვიარე , სტარლინკთან მოვედი ორი სიტყვა რომ დამეწერა მასზე, ამჯერად გამოსამშვიდობებელი..
სამი წლის უკან ვწერდი თუ როგორ გაიარეს მტრის კილომეტრიანი სანგარი ბრძოლით ქართველმა სერჟანტებმა გურულმა და მეგრელმა ..როგოგორ გადააბიჯეს რვა მომხდურს , და აიღეს სანგარი..
შემდეგ ჯაბა კურსკში დაეცა ამჯერად მტრის მიწაზე სადაც უკვე ჩვენც მივედით ..ჰოდა იქ აღესრულა ..მტრის დრონმა შუაზე გაგლიჯა ..
ახლა ლაშასაც დაუღამდა ამ გზაზე სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე და ისიც ნაფლეთებად იქცა ამ გზაზე..
ასე იყო მუდამ , ამით განსხვავდებიან მეომრები სხვებისგან , სიკვდილთან დამოკიდებულებით.
თუ ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მას ჩვენი გზა მასთან შეხვედრის გზაა .ამ გზაზე ჩვენ მას არ ვუფრთხით , იცის მანც და ხანდახან გაიღებს მოწყალებას რომ ისე აღვესრულოთ როგორც მეომრებს ეკადრება..ნაფლეთებად ვიქცეთ..
კარგი სიკვდილია მეომრისთვის..
ჰოდა ასე აღესრულა ლაშა ბროლაძე , საძახისით გურულო, ქართველი , ტომით გურული, უკრაინაში , ქალაქ სუმთან ..
ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში..
ჩვენი ერის მარადიული ბრძოლა გრძელდება ..
წერს უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია, ლაშა ბროლაძეზე;
ამავე თემაზე

უკრაინაში დაღუპულ ოზურგეთელ მებრძოლს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა;

ოზურგეთელი მებრძოლი-ლაშა ბროლაძე – საძახისით “გურული”, უკრაინაში, ამ დღეებში, ერთ ერთ მიმართლებაზე მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპა;

მისი პანაშვიდი დღეს 12 ოქტომბერს 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გმზირი #20 გაიმართება;

დაღუპულ მებრძოლს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა;

ლაშა ბროლაძის ვაჟი, ლუკა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერიის მეექვსე კლასის მოსწავლეა.

მეორე შვილი, ნატანების (ახაშენის) მეოთხე კლასის მოსწავლეა;

მესამე კი ადგილობრივი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია;

როგორც სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ გვითხრა, ბროლაძის ოჯახი სოფელ ჭახვათაში, სოფელი მერიის თემში, ცხოვრობს – დაღუპული ქართველი მეომრის დედ მამა და მეუღლე;

ბროლაძე 2023 წლამდე უკრინაში “ქართული ლეგიონის” რიგებში იბრძოდა, 2023 წლიდან კი უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო დანაყოფში გადავიდა;

ბროლაძეს მშობლიურ სოფელში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ;

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს.

💬 „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია „ფეისბუკში“.

⭕ ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათლება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.

💬 „უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, – დაწერა ამ სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ „ფეისბუკში“.

ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომში 90-მდე ქართველი დაიღუპა.

სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს.

გამომშვიდობება ხვალ 12 ოქტომბერს 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გმზირი #20

წერს ფარცვანია

“უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სულ”

დაწერა აკუთარ ფეისბუკ გვერდზე, სოფელ მრიის სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭამაძემ.

გააზიარეთ
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights