“ქართული ოცნება” ოზურგეთის მერობის კანდიდატად გიორგი ღურჯუმელიძის წარდგენაზე ფიქრობს

“ქართული ოცნება” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, გიორგი ღურჯუმელიძის წარდგენაზე ფიქრობს;

ამის შესახებ, “გურიის მოამბეს”, გურიის გუბერნიიდან, არაოფიციალურად, აცნობეს;

წყაროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, გიორგი ღურჯუმელიძე, გია ანთაძეს ჩაანაცვლებს, რომლის კანდიდატურა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მაგრამ, მისი  პერსონა,ოზურგეთის ყოფილ მერთან, ბეგლარ სიორიძესთან და “სუსთან” დაახლოებულ ბიზნესმენთან, ილა კეჭაყმაძესთან ახლო კავშირების გამო – “ოცნების” გარკვეული ნაწილისათვის – მიუღებელი ხდება.

ოზურგეთში, მუნიციპალიტეტეტის მერს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყოფილი მერის ოფიციალურად გადადგომიდან 6 თვეში აირჩევენ, ანუ, ვინაიდან პაატა კუნჭულია, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს გადადგა,  არჩევნები ამ მუნიციპალიტეტში მომავალი, 2027 წლის აპრილში, ჩატარდება.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ხმები, რომ, “ქართული ოცნება” ამ არჩებვნებში გია ანთაძის კანდიდატურას დააყენებდა, ამიტომაც მოიწვეის ის, თეთრიწყაროდან, სადაც ვიცე მერის თანამდებობაზე მოღვაწეობდა.

თუმცა. ამ დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა ის მოქმედმა გუბერნატორმა, გიორგი ღურჯუმელიძემ შეცვალოს, თავად გია ანტაძე კი აქაც ვიცე მერი გახდეს;

რაც შეეხება გუბერნატორის პოსტს, ამ თანამდებობისთვის-სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით-ბეგი სიორიძე იბრძოლებს.

 

 

 

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights