ოზურგეთში შველას ითხოვენ-“მოქალაქეებს (რუსებს) ნაქირავები აქვთ შენობა, საიდანაც უწყვეტად გამოდის პლასტმასის/პოლიეთილენის გადამუშავების გაუტანელი, ტოქსიკური სუნი და კვამლი!”

🚨 საგანგაშო მდგომარეობა ოზურგეთის რაიონში! იწამლება მთელი სოფელი! (გადამოწმებლი ინფორმაციით საუბარია სოფელ მერიაზე)
​სოფლის ცენტრში, ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (რუსებს) ნაქირავები აქვთ შენობა, საიდანაც უწყვეტად გამოდის პლასტმასის/პოლიეთილენის გადამუშავების გაუტანელი, ტოქსიკური სუნი და კვამლი!
​ეს შხამიანი აირი ეშვება დაბლობში, ვრცელდება მთელ სოფელში და აღწევს საცხოვრებელი სახლების ფანჯრებშიც კი! შეუძლებელია სუნთქვა, იქმნება მოსახლეობის ინტოქსიკაციისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე.
​გვაინტერესებს, აქვს თუ არა ამ ობიექტს შესაბამისი გარემოსდაცვითი ნებართვა, ან იცავს თუ არა რაიმე ეკოლოგიურ ნორმას?!
​მივმართავთ შესაბამის უწყებებს:
🔹 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (ცხელი ხაზი 153)
🔹 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / 112
🔹 ოზურგეთის მერია / Ozurgeti Municipality
🔹 სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency
​მოითხოვება დაუყოვნებლივი რეაგირება!
გთხოვთ, ადგილზე მოვიდეს ინსპექცია, შეამოწმოს ამ ობიექტის საქმიანობის კანონიერება, ფილტრების არსებობა და აღკვეთოს მოსახლეობის მოწამვლა!
​გთხოვთ გააზიაროთ (SHARE)!
წერს უცნბი ფეისბუკმომხმარებელი, ფეისბუკ გვერდზე “ოზურგეთი;განცხადებები” და საზოგადოებისაგან შველას ითხოვს.
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights