ჩოხატაურის მერიის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელი, კურორტ ბახმაროს მიმართულების ხელმძღვანელი, ბუტა ოსიძე, სამსახურიდან დაითხოვეს;
ამის შესახებ, “გურიის მოამბეს”, ჩოხატაურის მუნიციპალური ინსპექციიდან, არაოფიციალურად აცნობეს;
ინსპექციის თანამშრომლის თქმით, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იდენტიფიცირების წინააღმდეგია, სამსახურიდან ოსიძის დათხოვის მიზეზი, რომელიც ყველაზე საპასუხისმგებლო, ბახმაროს მიმართულებას კურირებდა, ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა:
ოსიძე, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა სამსახურეობრივ პიკაპის ტიპის ჯიპს, რა დროსაც მან ვერ დაიმორჩილა საჭე და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად მან მცირედი დაზიანებები მიიღო, ჯიპი კი შეკეთებას არ ექვემდებარება – გვიყვება წყარო;
“გურიის მოამბემ” მომხდარის გადამოწმება მუნიციპალურ ინსპექციაშის სცადა, თუმცა უწყებაში მომხდარის კომენტარზე უარი ისე განაცხადეს, რომ მომხდარი არც დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ;








