“მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყონებლივ აღდგენა”

NCDC-მ კომპანია “ალმას” ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ჩანაცვლება მოითხოვა ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით.

“კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება და ამავდროულად ვაქცინაციის პროცესი კლებადია ბოლო დღეებში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას” – ნათქვამია NCDC-ის  წერილში, რომელზეც ამირან გამყრელიძემ გააკეთა განცხადება.

მისივე თქმით,  ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ:

“ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია, მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად –

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყონებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება” ნათქვამია წერილში.

Verified by MonsterInsights