რუსთაველზე, პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იწყება

Spread the love

რუსთაველზე, პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იწყება.

აქ უკვე შეკრებილია მოქალაქეების ნაწილი, სხვები კი ამ ადგილს რესპუბლიკის და ბარათაშვილის მოედნებიდან მსვლელობით შეუერთდებიან.

ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები ექსპრეზიდენტს დაბადების დღეს მიულოცავენ.

მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

სამომავლო გეგმებს აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია გაახმოვანებს.

Verified by MonsterInsights