მორიგი სისხლიანი გარჩევა – 10-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა, დაჭრილია 2 ადამიანი

Spread the love

სისხლიანი გარჩევა თბილისში – დიღმის მასივში 10-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს გუშინ, გვიან ღამით დაუპირისპირდა.

დაჭრილია 2 ადამიანი. მათ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული და ახლა  საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

Verified by MonsterInsights