საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 29 სექტემბერს ქალაქ მარნეულში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულები არიან ჟურნალისტები, მათ შორის პირველი არხის გადამღები ჯგუფი, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა, აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
“შემაშფოთებელია სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტის მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა მას არ გაუწია შესაბამისი დახმარება, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი საერთოდ არ იმყოფებოდა იმ ადგილას, იმ დროს, როდესაც „მთავარის“ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჟურნალისტის მთავარი მოვალეობა სწორი და ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაა, შემაშფოთებელია მედიის წარმომადგენლის მხრიდან ცრუ ბრალდება მით უფრო კოლეგების წინააღმდეგ, დაუშვებელია შერჩევითი სამართალი თუ შერჩევითი სოლიდარობა.
საქართველოს პირველი არხი არ დატოვებს არც ერთ მსგავს ფაქტს ყურადღების მიღმა და არ დაუშვებს, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუცია რიგი ძალების წინაშე თავის მართლების რეჟიმში გადავიდეს.
საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს საქართველოში მედიის საკითხებზე, მათ შორის სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ასევე სახალო დამცველს რეაგირებისთვის, მოვითხოვთ მომხდარის ადეკვატურ შეფასებას და შესაბამისი დასკვნების საჯაროდ გაკეთებას” _ ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები:
ინდოეთში ამ დროისთვის დაუდგენელ დაავადებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი ჰოსპიტალიზებულია
კობახიძე: ბევრ საკითხზე შევაჯერეთ პოზიციები და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს
“მოვედი სახლში და ორ საათში გაისმა ავბედითი წკრიალი ტელეფონისა: გალაკტიონი აღარ არის…”
“ვაქცინაციაზე უარის თქმა, არის ყველაზე ცუდი გამოსავალი”
ავტომანქანამ, რომელშიც თურქეთის კონსული იჯდა, აქციის მონაწილეს ფეხზე გადაუარა
მუცოს შემდეგ, ევროპა ნოსტრას პრიზი ახლა ვარძიამ მიიღო
WHO ქვეყნებს მოუწოდებს, რომ დროებით შეაჩერონ ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის გაკეთება
კოვიდგადატანილი პირები, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან
