სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, თანამდებობიდან განთავისუფლებული ოზურგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი თანამდებობაზე დააბრუნეს
ამის შესახებ ცნობილი, ოზურგეთის მერიის ფეისბუკ გვერდიდან ხდება;
სახელმწიფო აუდიტმა, ოზურგეთის რაგბის კავშირზე სკანდალური დასკვნა, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაქვეყნა – სადაც სიტყვა სიტყვით წერია:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ა(ა)იპ − რაგბის განვითარების კავშირის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 22 მოსამსახურე. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციის სამუშაო სივრცე. გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციის 22 მოსამსახურე სარგებლობს 1 მცირე ფართის სარემონტო ოთახით. აღნიშნულის გამო ზოგიერთი პირი სამსახურში ვერ ცხადდება. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რა სახის საქმიანობას ეწევიან ადმინისტრაციაში დასაქმებულები, როდესაც სათანადო სამუშაო პირობები არ არის შექმნილი;
მიუხედავად ამისა, დღეს, ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გია ანთაძემ, ზურაბ ცინცაძე, რომელიც ექს მერმა, პაატა კუნჭულიამ არაეფექტური მენეჯმენტისა და საბიუჯეტო სახსრების შესაძლო ფლანგვის გამო, თანამდებობიდან დაითხოვა, იმავე თანამდებობაზე, როგორც უდიდესი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელე დანიშნა და თანამშრომლებს წარუდგინა:
ცინცაძე. “ქართული ოცნების’ აქტივისტია, მას ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, ხშირად ფიზიკურ ზეწოლებსა და “პოგრომებში” ადანაშაულებდნენ, მისი მხილებით, რამდენიმე ბრიფინგიც კი გაიმართა;
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მისი ოზურგეთის რაგბში ცინცაძის მმართველობის პერიოდზე შეფასებისას, კრიტიკისაგან არც სახელმწიფო აუდიტს დაუხევია უკან, თუმცა ….
იგივე თემაზე:
სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთის მერიის ა(ა)იპებში სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს
“მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა ხორციელდებოდა ხარვეზებით და არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დასაქმებულთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა ვერ დასტურდება;”
ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
“გურიის მოამბე” აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოზურგეთის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოქვეყნებული, ოფიციალური ანგარიშის ბეჭდვას – ამჯერად გთავაზობთ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შეფასებას აუდიტის მიერ ვრცლად;
შესამოწმებელ პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 30%-ს სუბსიდია შეადგენდა. „სუბსიდიის“ მუხლით დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 20 სუბიექტი, რომელთა ხარჯმა 39,539.8 ათასი ლარი შეადგინა.53 მუნიციპალურ იურიდიულ პირებში 2022 წელს დასაქმებული იყო 1,891, 2023 წელს – 1,875, ხოლო 2024 წლის 6 თვეში – 1,762 პირი.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სუბიექტების საქმიანობის შესწავლით გამოვლინდა სხვადასხვა ხარვეზი, კერძოდ:
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება, რომლის სუბსიდიამ შესამოწმებელ პერიოდში 3,766.9 ათასი ლარი შეადგინა. ა(ა)იპ-ში 2022 წელს დასაქმებული იყო სულ − 196, 2023 წელს – 187, ხოლო 2024 წლის 6 თვეში – 165 პირი. მათ შორის სპორტული სექციების54 მონიტორინგისა და აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე 2022 წელს დასაქმებული იყო − 74, 2023 წელს − 42, ხოლო 2024 წლის 6 თვეში − 42 სპეციალისტი, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე სულ შესამოწმებელ პერიოდში დაიხარჯა 725.3 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, აღნიშნული სპეციალისტების ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა არ დასტურდება;
ა(ა)იპ − რაგბის განვითარების კავშირის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 22 მოსამსახურე. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციის სამუშაო სივრცე. გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციის 22 მოსამსახურე სარგებლობს 1 მცირე ფართის სარემონტო ოთახით. აღნიშნულის გამო ზოგიერთი პირი სამსახურში ვერ ცხადდება. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რა სახის საქმიანობას ეწევიან ადმინისტრაციაში დასაქმებულები, როდესაც სათანადო სამუშაო პირობები არ არის შექმნილი;
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი, რომლის სუბსიდიამ შესამოწმებელ პერიოდში 350.9 ათასი ლარი შეადგინა. წესდების თანხმად, ა(ა)იპ-ის ფუნქციებს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადება; მიწათსარგებლობის GIS – მონაცემთა ბანკის შექმნა. ა(ა)იპ-მა მუნიციპალიტეტის განაშენიანების ან მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ვერ წარმოადგინა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ა(ა)იპ-ის ძირითადი საქმიანობაა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში მიწების საკადასტრო ნახაზების მომზადება და მათი რეგისტრაცია. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რატომ არის საჭირო ორგანიზაციის არსებობა ცალკე ა(ა)იპ-ად, როდესაც სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი პროფილის იურიდიული პირი არ არსებობს, ხოლო მოცემულ მომსახურებას მუნიციპალიტეტები საჭიროების შემთხვევაში იღებენ სახელმწიფო შესყიდვის გზით.
დასკვნა
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა ხორციელდებოდა ხარვეზებით და არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დასაქმებულთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა ვერ დასტურდება; ზოგიერთი ა(ა)იპისათვის არ არის შექმნილი სათანადო სამუშაო პირობები; მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რა ობიექტური საჭიროებით არის განპირობებული ზოგიერთი ა(ა)იპ-ის არსებობა. აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი, ა(ა)იპ-ებში კადრების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ. გარდა ზემოთ აღნიშნული მაგალითებისა, შესაძლოა არსებობდეს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზების შესახებ.
დაპირისპირება ოზურგეთის რაგბში-მერის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ხელმძღვანელი თანამდებობას არ ტოვებს
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, პაატა კუნჭულია, ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების” პრეზიდენტის გადაყენებას გეგმავს.
დიდი ალბათობით, გადაყენების მიზეზები სპორტული შედეგბი შესაძლოა არ იყოს, რადგან – ოდესღაც “დიდ ათში” მორკინლი “არწივები”, მიმდინარე სეზონში – რგიონალ ლიგის მოგების შემდეგ, პირველ ლიგაში აღზევდნენ.
სარაგბო კლუბის მენეჯმენტი სახლმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვნაში მოხვდა, სადაც მთელი რიგი კითხვებია დასმული საკადრო და საფინანსო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ, რაგბისტთა ადგილობრივი ხელმღვანელი – ზურაბ, იგივე გუგა, ცინცაძე არაერთხელ გახვეულა სკანდალში, თუმცა ყველა ეს შემთხვევა, არა რაგბს, არამედ პოლიტიკას უკავშირდება.
“არწივების” გენერალურ დირექტორს, ბოლო წლებში, ხშირად ადანაშალებდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა შევიწროებასა და მათზე ფიზიკურ თავდასხმებში – პოლიტიკურ ოპოზიციაში კი მას “ზონდერად” მოიხსენიებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, არაერთი ბრიფინგი და პრესკონფერენცია ჩატარებულა;
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცინცაძე თანამდებობის დატოვბაზე უარს აცხადებს, და მერს მმართველ პარტიასთან ამისამართებს.
ცინცაძის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამ უკანასკნელს სრული მხარდაჭერა აქვს “ქართული ოცნებიდან”, გუბერნატორიდან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარისაგან და მერის სურვილი, მისი გადაყენების თაობაზე არაფერს ნიშნავს, რადგან “მერი და პარტია დღეს სხვადასხვა პოზიციაზე დგანან”.
ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების” წლიური ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.
თუმცა, მიუხედავად ამისა, კლუბი შესაძლოა ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სარაგბო კავშირი, პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბების დაფინანსების წესს ცვლის და ყოველწლიუად, თავისი ბიუჯეტიდან დაპირებული სამასი ათასი ლარის დახმარებაზე უარს ამბობს და კლუბებს ადგილობრივი ბიუჯეტების ამარა ტოვებს;
ცნობისათვის; საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპლური ა(ა)იპის დირექტორის განთავისუფლებისას შეზღუდვები არა აქვს, დირექტორი, ფაქტობრივად დაუცველია, ნაცვლად ა(ა)იპის რიგითი თანამშრომლისა, რომლის განთვისუფლებისას-ზემდგომს მთელი რიგი შეზღუდვები აქვს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია ორგანიზაციის წესდებაც, მოგეხსენებათ, ხშირად ა(ა)იპის წესდებები ერთმანეთს არ ემთხვევა და მასში სხვადასხვა პირობებია ჩაწერილი.








