”ივანიშვილის ოცნებამ ყველაფერი 5-იანზე შეუსრულა მოსკოვს” – ეკა მიშველაძე

”მიხეილ სააკაშვილმა 50-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა, ვინაიდან დაკმაყოფილდა მისი ერთი მოთხოვნა – ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, წამება, დამცირება – ეს ყველაფერი გამოატარა ივანიშვილის ოცნებამ,თვით პუტინსაც გადაუსწრო.
ნავალნი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, არცერთი მისი ვიდეო არ გამოუქვეყნებიათ და სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაც მისცეს, მოკლედ, ივანიშვილის ოცნებამ ყველაფერი 5-იანზე შეუსრულა მოსკოვს.
ამ ყველაფრის მერე, ვინ არ იტყვის, რომ  ”ქართულ ოცნებას”  ლაჩარი, მშიშარა და მოძალადე ლიდერები არ ჰყავს.”

ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ, პოლიტიკურ კვირაში განაცხადა.

Verified by MonsterInsights