”ფსკერს ქვემოთ დასული ” ქართული ოცნება “..გულწრფელად შემეცოდნენ დღეს ეს ადამიანები”

”ფსკერს ქვემოთ დასული ” ქართული ოცნება ” – აქამდე თუ ვხედავდით ხელისუფლების მიერ მოგზავნილ ტიტუშკებს, ახლა უკვე ამ დავალებების შესრულებას თავად საკრებულოს დეპუტატებს ავალებენ , ესენიც ასე მონურად ასრულებენ…გულწრფელად შემეცოდნენ დღეს ეს ადამიანები და ვწუხვარ მათ გამო..” – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი დღეს, ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას.

ცნობისთვის, დღეს , ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის’ წევრები, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე მხარდამჭერებთან მართავდნენ შეხვედრას, რა დროსაც, მათთან ოზურგეთის საკრებულოს და მერიის თანამშრომლები მიიჭრნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

Spread the love
Verified by MonsterInsights