უკრაინაში დაღუპულ ოზურგეთელ მებრძოლს, ლაშა ბროლაძეს, საქართველოში, თბილისში, ზეგ, 16 ოქტომბერს
ჩამოასვენებენ:
ლაშას მშობლიურ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახვათაში (მერიის თემი), დაკრძალავენ;
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” დაღუპული მეომრის ოჯახის ახლობლებმა აცნობეს;
დაკრძალვის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა, რადგან შესაძლოა გადმოსვენების ზუსტი თარიღიც შეიცვალოს;
უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერიას ინფორმაციით, ლაშა ბროლაძე, საძახისით “გურულო”, ამ დღეებში, სუმის მიმართულებაზე, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპა;
უკრაინის დედაქალაქ კიევში, კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში, პანაშვიდი უკვე გიმართა;
ლაშას მეუღლე და სამი შვილი დარჩა;

“ასე აღესრულა ლაშა ბროლაძე , საძახისით გურულო, ქართველი , ტომით გურული, უკრაინაში , ქალაქ სუმთან ..” არჩილ ხოფერია ლაშა ბროლაძეზე
ერთი კილომეტრი გამოვიარე , სტარლინკთან მოვედი ორი სიტყვა რომ დამეწერა მასზე, ამჯერად გამოსამშვიდობებელი..უკრაინაში დაღუპულ ოზურგეთელ მებრძოლს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა;
ოზურგეთელი მებრძოლი-ლაშა ბროლაძე – საძახისით “გურული”, უკრაინაში, ამ დღეებში, ერთ ერთ მიმართლებაზე მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპა;
მისი პანაშვიდი დღეს 12 ოქტომბერს 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გმზირი #20 გაიმართება;
დაღუპულ მებრძოლს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა;
ლაშა ბროლაძის ვაჟი, ლუკა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერიის მეექვსე კლასის მოსწავლეა.
მეორე შვილი, ნატანების (ახაშენის) მეოთხე კლასის მოსწავლეა;
მესამე კი ადგილობრივი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია;
როგორც სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ გვითხრა, ბროლაძის ოჯახი სოფელ ჭახვათაში, სოფელი მერიის თემში, ცხოვრობს – დაღუპული ქართველი მეომრის დედ მამა და მეუღლე;
ბროლაძე 2023 წლამდე უკრინაში “ქართული ლეგიონის” რიგებში იბრძოდა, 2023 წლიდან კი უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო დანაყოფში გადავიდა;
ბროლაძეს მშობლიურ სოფელში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ;
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს.
„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია „ფეისბუკში“.
ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათლება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.
„უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, – დაწერა ამ სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ „ფეისბუკში“.
ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომში 90-მდე ქართველი დაიღუპა.
სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს.
გამომშვიდობება ხვალ 12 ოქტომბერს 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გმზირი #20
წერს ფარცვანია
“უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სულ”
დაწერა აკუთარ ფეისბუკ გვერდზე, სოფელ მრიის სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭამაძემ.









