YANDEX-ის დაბომბვებით კრემლს სოციალურ სივრცეებში ბოტების კრიზისი შეექმნა

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კამიკაძე დრონებით რუსეთის YANDEX-ის მონაცემთა ცენტრების მეთოდური და მასშტაბური დაბომბვები დაიწყო, კრემლს სოციალურ სივრცეებში ბოტების კრიზისი შეექმნა—-მრავალ დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლო ყალბმა ინფორმაციებმა, სიძულვილის ენის გაღვივებამ, ანტიუკრაინულმა , პრორუსულმა ნარატივებმა და რადიკალიზმმა
Screenshot

▪️ინტერნეტ სივრცეში რუსული „ბოტების ქარხნების“ აქტივობის მკვეთრმა ვარდნამ ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ ველზე შესაძლოა სერიოზული ძვრები გამოაჩინოს—-

🟦 ექსპერტებისა და ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით, რუსულ მონაცემთა ცენტრებზე (კერძოდ, Yandex-ის ინფრასტრუქტურაზე) განხორციელებულმა წარმატებულმა დარტყმებმა სოციალურ ქსელებში მანიპულაციური და დესტრუქციული საინფორმაციო კამპანიები მნიშვნელოვნად შეასუსტა—-
🇵🇱 როგორც პოლონელი პოლიტოლოგი იაროსლავ ვოლსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ე.წ. „დერუსიფიცირებულმა“ ინტერნეტმა სოციალურ მედიაში თვალსაჩინო შედეგები გამოიღო:
▪️ გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერა ონლაინ სივრცეში 56%-ით შემცირდა.
▪️ იკლო როგორც „ფსევდოპოლონური“ ანგარიშების აქტივობამ, რომლებიც მიზანმიმართულად აღვივებდნენ შუღლს უკრაინელების წინააღმდეგ, ისე „ფსევდოუკრაინული“ პროფილების რაოდენობამ, რომლებიც პოლონელების პროვოცირებას ცდილობდნენ.
▪️ მკვეთრად დაეცა ამერიკული პოლიტიკური მოძრაობის (MAGA) მხარდამჭერი ტალღებიც.
🇨🇿ჩეხი ევროპარლამენტარი, ტომაშ ზდეხოვსკი მომხდარს კიდევ უფრო მკაცრად აფასებს და მიუთითებს, რომ კრემლის პროპაგანდისტული მექანიზმები პირდაპირ ბმაშია ევროპულ რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობასთან:
📌 „ეს ბევრ რამეზე მეტყველებს: რუსულ მონაცემთა ცენტრებზე დარტყმები ხორციელდება და AfD-ის გარშემო ონლაინაქტივობა მოულოდნელად მკვეთრად იკლებს. რამდენი საუბარი იყო გერმანულ პატრიოტიზმზე… და შემდეგ რუსეთიდან კავშირი წყდება,“ — აცხადებს ზდეხოვსკი.
📌 მის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკები ცხადყოფს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ციფრული ინფრასტრუქტურის შეფერხების ფონზე, სოციალურ ქსელებში მანიპულაციური აქტივობა ჯერ 30%-ით, ხოლო შემდგომში კიდევ 56%-ით დაეცა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდ რესურსს ხარჯავს მოსკოვი დასავლურ დემოკრატიებში პოლარიზაციისა და შიდა დაპირისპირებების ხელოვნურად წახალისებისთვის.
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights