“მეგონა, ვიცოდი რა იყო მამაცობა, მაგრამ მერე ვნახე უკრაინა” – წარწერა ნიუ-იორკში

აშშ-ში, ნიუ-იორკში უკრაინელის ხალხის მამაცობის შესახებ წარწერა მეტროში გამოჩნდა.

“მეგონა, ვიცოდი რა იყო მამაცობა, მაგრამ მერე ვნახე უკრაინა” – წერია ნიუ-იორკის მეტროპოლიტენზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი დევნილად და ლტოლვილად იქცა.

tia.ge
Verified by MonsterInsights