არჩილ ხოფერიას უკრაინულ არმიაში ახალი სამხედრო წოდება მიენიჭა.ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი, თავად ავრცელებს:
“სტარლინკს გამოზომილად ვრთავ , ბატარეებს ვუფრთხილდები..
ორი ამბავი მაქვს )
კარგი და ცუდი)
მოდი ცუდით დავიწყოთ..
სწავლა სიბერემდეაო..)
ომშიც მუდმივად სწავლობ რამეთუ მტერიც სწავლობს..
ჰოდა გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა..
საბუთები ფსიქოლოგიურზე შევიტანე..სამხედრო ნაწილმა დამრთო ნება რომ დაუსწრებლად და დისტანციურად მესწავლა..
მოკლედ ის პერიიდია სტარლინკიც არ მაქვს ..დავრბივარ იქეთ-აქეთ..
ჰოდა პირველი გამოცდას ვაბარებთ ასე თუ ისე..
და მირეკავენ) პან არჩილ დიდი ბოდიში მაგრამ რახან უკრაინის ტერიტორიაზე არ გაქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გამოცდის შედეგი არ გაატარა სისტემამო)))
ერთი წლის შემდეგ ვცადოთ ისევო)))
მოკლედ არ შედგა მეორეჯერ ჩემგან სტუდენტი..))
თუმც სწავლას ზოგადად ვაგრძელებთ..
მეორე..
როგორც იქნა..)
მანამ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო , და ალბათ იურისტების მთელი ჯგუფი გულმოდგინედ ცდილობს დამტკიცოს რომ მე არ მიომია)) მეთაური არ ვყოფილვარ) ჩემ ერთ თანამებრძოლს კი, საერთოდ ზუსტად უტყვიოდაც მოაკვლევინეს თავი… რამეთუ თუ იტყოდა სიმართლეს რომ მე მისი მეთაური ვიყავი…..)
მოკლედ ვერ გაბედა ბატ.პოლკოვნიკმა..
ჰოდა ვრჩებოდი რუსის სერჟანტად, ჯერ კიდევ ორმოცი წლის წინ რომ მივიღე და მართლა არ მინდოდა, რო რამე ამ სამხედრო წოდებით მომვკვდარიყავი..
ჰოდა უკრაინელებმა სერჟანტის წოდება მომანიჭეს. ..
მართლა გამიხარდა..
ესეც ისმინა ღმერთმა..”
წერს არჩილ ხოფერია ფეისბუკის საკუტარ გევრდზე;








