ბენგურიონის აეროპორტი გაიხსნა – თელ-ავივი-თბილისის რეისით საქართველოში 166 ადამიანი ჩამოფრინდა

გვიან ღამით,  ბენგურიონის სახელობის აეროპორტიდან თელ-ავივი – თბილისის მიმართულებით რეისი შესრულდა. Georgian Airways საერთაშორისო ავიახაზებით საქართველოში ისრაელიდან 166 ადამიანი ჩამოფრინდა.

მგზავრთა შორის იყვნენ ისრაელის მოქალაქეებიც, რომლებიც თბილისში უსაფრთხოების მიზნით გამოემგზავრნენ.

ბოლო ინფორმაციით, ფრენები აღდგენილია.

Verified by MonsterInsights