ოზურგეთი ლანჩხუთის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე მოძრაობა შეზღუდულია

Spread the love

ოზურგეთი ლანჩხუთის საავტომობილო გზის ძიმითის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მძღოლებმა აცნობეს და ფაქტის ამსახველი ფოტოსურათებიც მოგვაწოდეს.

მათი თქმით, ერთ მონაკვეთზე, კონკრეტულად ძიმითი-მამათის საზღვარზე მეწყრის გამო რამდენიმე კვირაა დაზიანებულია საავტომობილო გზის მონაკვეთი, რაც აღნიშნულ მონაკვეთს მძღოლებისათვის საფრთხისშემცველს ქმნის.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი არაერთხელ ვაცნობეთ ხელისუფლებას, რეაგირებას არავინ არ ახდენს” აცხადებენ მძღოლები.

Verified by MonsterInsights