“კულტურას სჭირდება ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიცაა პრინციპული ქალბატონი თეა”-ასე ეხმაურება ფორმულასთან საუბარში კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნას.
“დღეს კულტურის სამინისტროს სჭირდება ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიცაა პრინციპული ქალბატონი თეა წულუკიანი. ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და რატომაა აჟიოტაჟი უკვე ვხვდები. მთავარი თეამ რაც უნდა გააკეთოს, ეს არის, რომ უნდა იყოს ყველას მინისტრი და არ უნდა იყოს დაყოფა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. ეს ტენდენცია უნდა დაინგრეს. მე ვიცი წულუკიანის გეგმები, ის პრინციპულად მზად არის, რომ ყველა ადამიანს შეხვდეს და უკვე დაიწყო ეს შეხვედრები. ეს ადვილი სფერო არ არის, მას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ხვდება. ჩათვალეთ, კულტურის სამინისტრო არ არსებობს. დღეს მთავარია, იყო კარგი მენეჯერი და გყავდეს პროფესიონალთა გუნდი და არა დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პარტიის წარმომადგენელი, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს საქართველოში. ქართული კულტურა უდიდესი მემკვიდრეობაა, ეს დიმპიტაური-დამპიტაური არ არის. ადამიანი ჯერ არ მისულა და აცადეთ, იქნებ აკეთებს. ხელოვან ადამიანებს არ გაუჭირდებათ თქვან, რომ ვერ გააკეთა.”- განაცხადა ოქიტაშვილმა.
მსგავსი სტატიები:
ოთხ კედელში რომც ვიყო, უფრო თავისუფალი ვიქნები- მელია
მოუწევთ ცალკეულ პიროვნებებს თუ პარტიებს ჩაბარდნენ ისტორიას – ლაგაზიძე
ხვალ ოზურგეთს პრემიერ მინისტრი ეწვევა
“ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, ვინც ნიკა მელიას ტყვეობაში ყოფნის დროს დოკუმენტზე ხელი მოეწერა”
” ბარამიძე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს მეორეს, იმის მიხედვით, რასაც ეტყვის სააკაშვილი”
სად გააგრძელებს მუშაობას გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე
“არ მიიღება ღარიბაშვილის ფარისევლური სამძიმარი და ფარისევლურად გადმოგდებული ცრემლები”
ვასაძე: “პირველ რიგში მახსენდება ელჩი კელი დეგნანი – არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა”
