დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 39

Spread the love

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 118 690
  • გამოჯანმრთელებულია – 98 781
  • გარდაცვლილია –  1 124
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 037
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 920
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  6 165
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

Verified by MonsterInsights