სოფ.ჩოლობარგის საბავშო ბაღი, რიგით მესამე იქნება,რომელიც 2016-17 წლებში აშენდა და უკვე მისი დემონტაჟია გადაწყვეტილი, რადგან კედლები დაბზარულია
წერს. ლანჩხუთში, ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი კახა ასკურავა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე;
მისივე განცხადებით:
“მოკლე სტატისტიკი კი ასეთია:2016-17 წლებში აშენდა და 2025-26 დაანგრიეს -სოფ.ჯურუყვეთის საბავშო ბაღი,სოფ.ჩოლობარგის საბავშო ბაღი და ჩემი ინფორმაციით იგივე ბედი ელოდება სოფ.ლესის საბავშო ბაღსაც,რომლის დემონტაჟის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია,ხოლო შრომის უნბის საბავშო ბაღი ჯერ გაარემონტეს და მერე დაანგრიეს
აქვე,სოფ.ნინოშვილის ბაღის ირგვლივ საერთოდ სასწაული ხდება,სამი წლის აშენებული ბაღი, ჯერაც არაა ექსპლოატაციაში მიღებული,გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი,უსაფრთხოების ნორმების დაუკმაყოფილებლობაა, რადგან ბაღის მშენებლობა და მილიონამდე ლარი, მეწყერსაშიშ ზონაში დაიხარჯა
რაც შეეხება სკოლებს:იქვე, იმ ვერ გახსნილი ბაღის გვერდით სოფ.ნინოშვილში, უკვე მეოთხე წელი დაიწყება, რაც სკოლა დაკეტილია ანუ სოფ.ნინოშვილს არც სკოლა აქვს ახლა და არც საბავშვო ბაღი
სოფ.ნიგოითში წინა წლებში გაარემონტეს სკოლა, სადაც ჩასვეს მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრები,შარშანწინ კი დაანგრიეს და ახლა მხოლოდ ორმოა ამოთხრილი
ასევე,სოფ ეწერში დაანგრიეს სკოლა დაპირებით,რომ იქ ახალი თანამედროვე ტიპის სკოლა აშენდებოდა,მაგრამ მის მერე კაი ოთხი წელი გავიდა და დანაპირები დანაპირებად დარჩა.მოკლედ ასეთია,მოკლე სტატისტიკა რომელიც მხოლოდ საბავშო ბაღებს და სკოლებს ეხება,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან,უფრო სწორედ კორუფციული სტატისტიკიდან
მომდევნო სერიაში მოგიყვებით,გზების და წყალ მომარაგების თაობაზე,სადაც სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა
პ.ს შეგნებულად ვდებ მხოლოდ მშრალ ფაქტებს,ხოლო პოლიტიკური შეფასება მკითხველისთვის მიმინდია!” აცხადებს ასკურავა;








