ოზურგეთელი არბიტრი მზეკო შარაშენიძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს მოემსახურება

ქართველი საფეხბურთო ქალი არბიტრი, მზეკო შარაშენიძე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამ მატჩს მოემსახურება – ხვალ უელს ლუქსემბურგთან იმსაჯებს, 28 ში ჩრდილოეთ მაკედონია-ლუქსემბურგს, ხოლო  31 ში ჩრდილოეთ მაკედონია-უელსის თამაშს მოემსახურება;

2027 წლის ევროპის ქალ 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდს თბილისი უმასპინძლებს;

თბილისში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთმანეთს 4 ქვეყნის  – საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, უელსისა და ლუქსემბურდის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდება;

ტურნირს სხვა ქვეყნის არბიტრებთან ერთად ქართველი ქალი არბიტრები, ოზურგეთელი მზეკო შარაშენიძე და  სოფიკო რიჟამაძე მოემსახურებიან;

მზეკო შარაშენიძე ფიფას მესამე კატეგორიის მსაჯია და წლებია საქართველოს პირველობის მეორე და მესამე ლიგის მატჩებს ემსახურება;

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights