განათლების მინისტრმა საკუთარი სახლის მშენებლობა საბავშვო ბაღში დაიწყო

ადგილობრივების ინფორმაციით,ლანჩხუთის ერთ ერთ სოფელში, საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვერ განაახლა, რომ განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე, ამ სოფლის ბაღის შენობაში საცხოვრებელ სახლს იშენებს;

ამ ტერიტორიაზე კი დაწყებითი სკოლაც იყო… ისიც თავისთავად აღარ ფუნქციონირებს…

მომხდარზე ინფორმაციას, აგილობრივი ოპოზიციის ლიდერი, კახა ასკურავა ავრცელებს;

როგორც სოფელ არჩეულიდან გვატყობინებენ, განათლების მინისტრს, მშობლიურ ლანჩხუთში, სოფელ არჩეულში სახლის მშენებლობა დაუწყია;
ეს არ არის მთავარი; ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეა ბოლო ბოლო და რა მოხდა თუ თავის მშობლიურ სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის მეზობლად სახლს აიშენებს..
მაგრამ.. სახლს მინისტრი აშენებს სოფლის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ არც ესაა მთავარი..
სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც ადგილობრივები გვიმტკიცებენ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე-რომელიც ადგა და … პირდაპირ მიისაკუთრა… ეტყობა ლანჩხუთის მერმა უთხრა:”შენ “ლიშბი” დეიწყე და “ზაბუთებს” გზაში დაგაწევო…”
ამ დროს სოფელში საბავშვო ბაღღმა, ისევე როგორც სკოლამ, ფუქნციონირება,შეწყვიტა და ბავშვები მშობლებს მეზობელ სოფლებში დაჰყავთ…

მომხდარს ადგილობრივი ოპოზიციის ლიერი, კახა ასკურავა, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს:

“ეს ვიდეო ჩემთვის სრულიად უცხო პირმა ჩამიგდო და როგორც გავარკვიე,იმ ახალი სახლის მშენებლობა რომელიც ჩანს კადრში, გივი მიქანაძეს წამოუწყია სოფ.არჩეულში,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

არაფერი ცუდი,ამ დაცლის პირას მყოფ სოფლებში,მაგრამ ერთი საინტერსო რამ ჩანს ამავე კადრში და შესაძლოა ბ-ნ მიქანაძემ არ იცოდეს და არც უთხრეს,რომ ზუსტად მის გვერდით(მეცეცხლურად)რომ შენობა დგას,იქ იყო წლეეების განმავლობაში სოფ.არჩეულის დაწყებით სკოლა,სადაც ბავშვებს მთელი რუდუნებით და სიყვარულით უსაყვარლესი ზოია ტუღუში ასწავლოდა და ეს სკოლა დაახლოებით ოთხი წლის უკან დახურეს და შესაბამისად, ის შენობაც უპატრონოდ და უფუნქციოდ დარჩა.განათლების მინისტრი ჰქვია მაინც
ასევე,ამ სოფელშივე არის ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმი,რომლის საგამოფენო დარბაზიც, სდაც უნიკალური ნახატები და სხვა სამუზეუმო ექსპონატები გახიზნულია იქედან.რადგან,საგამოფენო დარბაზი ვერანაირ ნორმებს ვეღარ აკმაყოფილებდა და მათივე უსაფრთხოების გამო იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება
ვერ და ვერ მივაღწიეთ, მთელი 14 წლის განმავლობაში, რაც ადგილობრივ საკრებულოში ვიყავით,ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები გამოყოფას,ისე წამოვედით იქედან…
ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმია და განათლების მინისტრი ჰქვია ისე…
და ბოლოს,თუ კიდე რამ დააინტესებს ადგილობრივი ხელისუფლება ბევრს არაფერს ეტყვის,შეუძლია დამიკავშირდეს,მხოლოდ და მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საუკეთესო ინტერსებიდან გამომდინარე,თორემ მე მასთან და მის ე.წ ხელისუფლებასთან არაფერი საქმე არ მაქვს!
პ.ს ჰო,ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ჰქვია მაინც
პ.ს.ს როგორც ახლა მატყობინებენ, მიწა რომელზეც გივი მიქანაძის სახლის მშენებლობა აქვს წამოწყებული, ამ წუთასაც არის სახელმწიფო საკუთრება,სადაც მანამდე ბაგა-ბაღი იყო განთავსეული
საინტერსეოა რაა იცით?
სახლის მშენებლობას არავინ ეწინააღმდეგება,მაგრამ ჩვეულებრივმა ლანჩხუთელმა რომ მოინდომოს სხლის აშენება და სახელმწიფო მიწაზე წამოიწყოს,ზედამხედველობის სამსახური დააჯარიმებს თუ არა ეგრევე და თუ კი,ბ-ნ მიქანაძეზე თუ გავრცელდა იგივე სანქცია?!
ველოდები პასუხს!”
ამ თემას ეხმაურება ლანჩხუთის გამომავალი გაზეთი https://guriatoday.ge/ და წერს:

სოფელ არჩეულშიგივი მიქანაძის საკუთრებაში არსებული მიწის 2 ნაკვეთისა და შემდეგ გაერთიანებული ფართის ამონაწერები და საკადასტრო გეგმა

აღნიშნულ აუქციონს წინ უსწრებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაყოფა. ანუ ცალკე ნაკვეთებად დარეგისტრირდა 613 კვ.მ., რომელიც, როგორც ვთქვით, გივი მიქანაძის საკუთრება გახდა და 995 კვ.მ., რომელიც 2025 წლის თებერვლის თვეში 3 ნაწილად გაიყო _ 339 კვ.მ., 92 კვ.მ. და 369 კვ.მ. ნაკვეთებად.

ოღონდ გაყოფისას, 613 კვ.მ.-ის მისამართად სოფელი არჩეული, თამაზ ტყეშელაშვილის ქ.#22-ია მითითებული, ხოლო თავიდან 995 კვ.მ-ზე და შემდეგ სამივე დაყოფილ ფართზე _ სოფელი ნიგვზიანი. ცნობისთვის: არჩეული ნიგვზიანის თემის შემადგენლობაშია.

როგორც ჩანს, მაღალჩინოსნისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა 613 კვ.მ. და სამად გაყოფილი მიწის ნაკვეთიდან ყველაზე დიდი (369 კვ.მ.) ისევ უპირობო აუქციონის წესით მიიღო (აქაც უცნობია სიმბოლურ თანხად თუ სახელმწიფო ტარიფის შესაბამისად) და 2025 წლის 21 მაისს დაირეგისტრირა.

2026 წლის 19 მარტს კი, გივი მიქანაძემ საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთის (613 კვ.მ. და 369კვ.მ.) გაერთიანება მოახდინა და ჯამში 982 კვ.მ. დაირეგისრტრირა. ამჯერად სრული ფართის მისამართად მინიშნებულია: სოფელი არჩეული, თამაზ ტყეშლაშვილის ქ.#22.

მართალია, დანამდვილებით თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ მშენებლობა იმ 982 კვ.მ.-ზე მიმდინარეობს, რომელიც მაღალჩინოსნის საკუთრებაშია.

მისი ნაკვეთი ყოფილი სკოლის ეზოს მომიჯნავედ ნამდვილად მდებარეობს და როგორც წყარო გვეუბება, სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეძენილი ფართის ნაწილი მაინც ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორია იყო. თავის დროზე, დაწყებითი სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ ეზოში ფუნქციონირებდა.

„გურია თუდეიმ“ გივი მიქანაძეს კითხვები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პიარის საშუალებით გაუგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე.

კერძოდ, გვაინტერესებს, მშენებლობა მიმდინარეობს თუ არა საკუთრებაში არსებულ ფართზე და ხომ არ სცდება მას?

ასევე გვაქვს 2 კითხვა, რომლის შინაარსიც არ მოიცავს რაიმე გადაცდომას, მაგრამ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს: ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეს სიმბოლურ ფასად გადაეცა თუ შეიძინა ზემონახსენები ნაკვეთ(ებ)ი და არის თუ არა ეს ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორია?

თუ გივი მიქანაძე ამ საკითხზე გამოგვეხმაურება და კომენტარს გააკეთებს, სტატია განახლდება.”

გააზიარეთ
Verified by MonsterInsights