“დღეს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 159-ე სათეატრო სეზონის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასო ჩიგოგიძემ, დასსა და თეატრის შემოქმედებით ჯგუფს ახალი სეზონის გეგმები გააცნო და უახლოესი პერიოდის სამუშაო პროცესზე ისაუბრა. 
შეხვედრაზე დაანონსდა ახალი სპექტაკლების რეპეტიციები, მომავალი პრემიერები, გასტროლები და მნიშვნელოვანი თეატრალური პროექტები.
159-ე სათეატრო სეზონი წინ საინტერესო, დატვირთული და შემოქმედებითად განსაკუთრებული პერიოდით გველოდება!”
ნათქვამია, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ – ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.









