ოზურგეთის ყოფილი მერის საქმიანობას, ოზურგეთის საკრებულო დადებითად აფასებს და აპირებს ამის შესახებ, საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელოს;
ეს ოზურგეთის საკრებულოს ოდიციალური ფეისბუკგვერდიდან ხდება ცნობილი;
კონკრეტულად, ოზურგეთის საკრებულო, მომავალ სხდომაზე, განიხილავს – ოზურგეთის ყოფილი მერის საქმიანობის – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენას – და მას დადებითად შეაფასებს;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს. კომისიებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საკითხის წარდგენა საკრებულოს მორიგ სხდომაზე
ნათქვამია ოზურგეთის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუკ გევრდზე
უბრალოდ გაუგებარია, თუ საკრებულოში ყველაფერს დადებითად აფასებენ, რაც ექს მერ, პაატა კუნჭულიას საქმიანობას უკავშირდება – მერი რატომღა აიძულეს გადამდგარიყო?;








