ორი ადამიანი დააკავეს, წუხელ, დაბა ჩოხატაურში, ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლების ამირან ადეიშვილისა და გიორგი გაგუა სასტიკად ცემის გამო;
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ჩოხატაურის პოლიციიდან არაოფიციალურად აცნობეს;
გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია ასევე, ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილე – ლევან ვარშალომიძე; რომელიც ადგილზე თანამსრომლების დასახმარებლად მივიდა;
ნაცემი პოლიციელები ჩოხატაურის ერთ ერთ კლინიკაში არიან მოთავსებულნი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება;
ფიზიკური დაპირისპირება წუხელ დაბა ჩოხატაურში, რესტორნების “ტერასასა” და “ამბაკოს დუქანის” შესასვლელთან მოხდა, სადაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ “ამბაკოს დუქანში” მოქეიფე “ქართული ოცნების” აქტივისტები და რესტორან “ტერასაში” მოქეიფე პოლიციელები;
როგორც თვითმხილველები გვეუბნებიან, ერთ ერთი დაკავებული, პატიმრობაში მყოფი ჩოხატაურის ყოფილი მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის მძღოლი – სიხარულიძეა;
თავად შარაშიძე, პოლიცილის ცემის გამო წინასწარ პატიმრობაში იმყოფება;
თვითმხილველთა განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი სიტყვიერი შელაპარაკება გახდა, მხარეები ერთმანთს რესტორნებიდან გამომავალი შეხვდნენ და შეზარხოშებულებმა ჯერ ერთმანეთს აგინეს, შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ;








