ლანჩხუთელი ირმა მგელაძე, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება, განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის გურიაში ვიზიტს ეხმიანება და საკუთარ ფეისბუკზე წერს:
“კრავთა დუმილი”
არც ერთი კრიტიკული სიტყვა!
არც ერთი დანგრეული თუ “მიკეტილი” სკოლის დირექტორის შეკითხვაც კი…
სად უნდა აღიზარდოს საკუთარი უფლებების მცოდნე ან სხვათა უფლებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოება????
ვინ უნდა აღზარდოს???”
განათლების მინისტრი გურიას ამ დღეებში სტუმრობდა:
ოფიციოზის ინფორმაციით, მინისტრი სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მისი შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო განახლებულ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას
ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში;








