სამირა ბაირამოვა-პოლონეთში რუსი მხატვრისა და კრემლისა და პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები დააკავეს

პოლონეთში რუსი მხატვრისა და კრემლისა და პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები დააკავეს.
რატომ ვაკონკრეტებ ეთნიკურობას? იმიტომ, რომ ჩვენს რეგიონში კრიმინალური სამყაროს გავლენა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. უვიზო რეჟიმით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, კრიმინალური დაჯგუფებები ევროპასა და ამერიკაში მძიმე დანაშაულების ჩასადენად იყენებენ, ხშირად დიდი ფულის სანაცვლოდ.
ეს ყველაფერი უკვე სცდება კანონისა და ადამიანის უფლებების ფარგლებს. კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირების მიმართ სახელმწიფოს მკაცრი და კანონიერი რეაგირებაა საჭირო. ისინი, ვინც მკვლელობაში, ძარცვასა და სხვა მძიმე დანაშაულებში მონაწილეობენ, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.
ეს ჯგუფის გაძლიერება მოხდა მარნეულში 2019 წელს, ზაურ დარგალის წინასაარჩევნო არჩევნების დროს. მაშინ საარჩევნო მიზნებისთვის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ჩართვამ მათ გავლენის გაძლიერებას შეუწყო ხელი, დარგალს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა არ ჰქონდა და მის გამარჯვებაში სხვა რესურსებთან ერთად კრიმინალური წრეები დიდ როლს თამაშობდნენ. არ ვიცი 2016 წელს საქართველოს ღალატის გამო დაჭერილი დარგალი რატომ იყო აუცილებელი ადამიანი რომ რეგიონის კრიმინალიზაცია დაშვებული გახდა?!
დღეს კი ვხედავთ შედეგებს, რომელთა ფასსაც საზოგადოება იხდის. კრიმინალური სამყაროს გავლენის ზრდა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს, არამედ საქართველოს მოქალაქეების რეპუტაციასა და გადაადგილების თავისუფლებასაც.
დანაშაულს ეთნიკური წარმომავლობა არ აქვს, მაგრამ კრიმინალური ქსელების მიერ კონკრეტული თემის გამოყენების პრობლემა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქეები, აღკვეთოს კრიმინალური გავლენები და კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგოს პასუხი;
წერს მარნეულში მოღვაწე სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე;
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights