ოზურგეთში, სოფელ კონჭკათში მეწყერმა საავტომობილო გზა დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უამინდობამ პრობლემები შექმნა, ჩამოწვა მეწყერი.

შუა ღელის უბანში, ხვარბეთი-კონჭკათის დამაკავშირებელ გზებზე მიწის მასა ჩამოიშალა და დაზიანდა შიდა სასოფლო გზები.

ასევე, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზა.

მერიის ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან.

Verified by MonsterInsights