”დათო ოქიტაშვილი არის უნამუსო. მე მახსოვს, დათო ოქიტაშვილი როგორ დადიოდა ჩემთან და მლიქვნელობდა. ახლა როგორ იქცევა? როგორ არ რცხვენია?! ჩვენი დიდი სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანები კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში! ” – ასეთი პასუხი გასცა გიული ალასანიამ დათო ოქიტაშვილის განცხადებას, რომ გიული ალასანიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ის მიწები გადაიფორმა, სადაც სტუდენტური საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო.
გიული ალასანიას ამ განცხადებას კი დათო ოქიტაშვილის პასუხი მოჰყვა:
,,დედა, გიული, რაც წაართვი ჩვენს სტუდენტებს 2008-ში, როცა ომი ჯერ არ იყო დასრულებული და ჩვენი გმირი ბიჭები ოკუპანტებმა დაგვიხოცეს და შენმა შვილმა ბრძოლის ველზე მიატოვა და გამოიქცა, შენ მაშინ იფორმებდი ჩვენი ახალგაზრდებისა და სტუდენტების ქონებას. უკან მოგიწევს დაბრუნება, ნუ ღელავ, კიდე მოვალ შენთან”.