“ცოცხალია ლიზი ქისტაური, გაიგეეთ? დაქალთან იყო ბინაში, როცა თავს დაესხნენ, დაქალი დაიღუპა, ლიზიმ გაქცევა მოახერხა” – ლიზა ქისტაურზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

საქართველოს პროკურატურის საზოგადოებრივი სამსახურის წარმომადგენლის, ნანა ბიწაძის ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ცოცხალია ლიზი ქისტაური გაიგეეთ?
დაქალთან იყო ბინაში როცა თავს დაესხნენ, დაქალი დაიღუპა, ლიზიმ გაქცევა მოახერხა და ამ დრომდე იმალება უსაფრთხო ადგილას, სანამ თავდამსხმელს არ დააკავებენ.
გვამის ამოცნობაზე მიიყვანეს დედა და მეგობრები, დაადასტურეს რომ გვამი ლიზის არ ეკუთვნოდა.
სამწუხაროა რომ ის ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მიხარია რომ ლიზი არ აღმოჩნდა
ნუ ავრცელებთ ფეიკ ინფორმაციას და ნუ სტრესავთ ოჯახს დამატებით ოკ???? მადლობა”, – წერს ბიწაძე.

tia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share