სამოქალაქო აქტივისტი და ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“არ მიმაჩნია, რომ ახლა ევროკავშირის წევრობის ან წევრობის კანდიდატის ღირსები ვართ.
სამართლიანი სასამართლო,
გამოცოცხლებულია კრიმინალური მენტალიტეტი, ხელისუფლებას სკამის დათმობა უჭირს, ოპოზიცია სკამს ეპოტინება.
პოლიტიკური კლასი თავად ევროკავშირში გაწევრების პროცესშიც კი არ არის ერთიანი.
ომის შემდგომ უკრაინაშიც ცალ-ცალკე ჩავიდნენ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის წარმომადგნლები და პარლამენტის დელეგაცია.
მე ვფიქრობ, ეს დიდი სირცხვილი, დაქსაქსულობისა და პოლიტიკური უმწუფრობის ნიშანიც იყო.
ეცროკავშირი მართლა გინდათ?
სახელმწიფო ინტერესი მართლა გაქვთ?
მეეჭვება.
ღირსები ვიქნებით, სულ რაღაც 2 კვირაში ევროკავშირისგან უარყოფით პასუხს თუ მივიღებთ.
ეს იქნება მთავრობის ბრალიც და ოპოზიციისააც.
თუ თანხმობა მივიღეთ, ასევე, ორივეს დამსახურება იქნება.
მთავრობას ან ოპოზიციას ნუ ეგონება, რომ წევრობა-არაწევრობა (ასევე, კანდიდატის სტატუსი) მხოლოდ მათი დამსახურება ან მეორე მხარის ბრალეულობაა.
დაკიდევ, ხალხმა რა დაგიშავათ?
რა ვერ გაიყავით?”, – წერს ჩანადირი.