მარიუპოლი რუსული არმიის მთავარ პრობლემად რჩება. აზოვსტალში გამაგრებული მებრძოლები საკუთრი გმირული წინააღმდეგობით ფაქტობრივად მთელი რუსული არმიის შეტევას აკავებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტები ფლოტის, ავიაციის, არტილერიის, სარაკეტო და მძიმე ტექნკის იერიშებით ცდილობდნენ ქარხნის ტერიტორიაზე შესვლას, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.
ფრონტის ხაზის სხვა წერტილებში კი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. უკრაინელები რუსების არაადამიანური დანაშულის ახალ მტკიცებულებებს აგროვებენ. თავად რუსი სამხედროების ინფორმაციით კი სწრაფ გამარჯვებაზე კრემლმა უკვე მეორედ და საბოლოოდ თქვა უარი. უკრაინაში შეჭრის მესამე ფაზად შესაძლოა ომის ოფიციალური გამოცხადება იქცეს.
მთავარი არხი