”გამოაშკარავდა ოზურგეთის ” კონსერვატორული”მოძრაობის წევრების მუხანათური მეთოდი მოქალაქეების გადაბირებისა და გაწევრიანებისა” – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე აქვეყნებს:
”ვისაც გაქვთ ჩემს გვერდზე წვდომა…
გაფრთხილებთ!
გამოაშკარავდა ოზურგეთის ” კონსერვატორული”მოძრაობის წევრების მუხანათური მეთოდი მოქალაქეების გადაბირებისა და გაწევრიანებისა.
ბონუსების მოლოდინში დაძრწიან ტურებივით ან ურეკავენ ახლობლებს, სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს და ტექსტი ასეთია: მოდი შენი პირადობით, დაგარეგისტრირებთ და არის ბიზნესმენი, რომელიც ევროპის ექვს ქვეყანაში გაგიშვებს ბიზნესის საქმის შესასწავლადო.
არა , ევროპაში რომ უშვებენ ვითომ პარადოქსია მარა, ეტყობა სიტყვა რუსეთს უფრთხიან.
ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით მოგაწოდეთ, ვინაობის გამხელისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეს.
არ ენდოთ ხალხო რუსეთუმეებს და არ გაეხვიოთ ხაფანგში.
თვითონ მოტყუებულნი და არასწორ მხარეს მდგომნი ვერ აცნობიერებენ რას მოქმედებენ, მაგრამ ანაზღაურებისთვის რომ სჩადიან ყველაფერს ეს გამოიკვეთა.
ამათი ვაიპატრიოტიზმი არ გაიგნა არსად!” – წერს გორდელაძე.