რომელია 8 ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსოფლიოში

მოდის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად უფრო კონკრეტული და ღირებული გახდა ქსოვილების წარმოება. ხშირად, ქსოვილის ხარისხი და ფასი დიზაინერების მიერ შექმნილი კოლექციის პოპულარობას და მოთხოვნადობას გასაზღვრავს.

მწვანე ტექნოლოგიების გავითარება ქსოვილის წარმოებაზეც აისახა. მას შემდეგ, რაც ცხოველთა დამცველებმა ბეწვის ნაწარმის აკრძალვის მოთხოვით არაერთი აქცია გამართეს, მსოფლიო მოსახლეობაში ნატურალურ ბეწვეულზე მოთხოვამ იკლო, თუმცა, გაიზარდა მოთხოვნა ბამბის, აბრეშუმის და სხვა სახის ქსოვილებზე.

ზოგიერთი მწარმოებლები ქმნიან ქსოვილებს საუკეთესო მასალებისგან. ეს ქსოვილები დამზადებულია უიშვიათესი მასალისგან და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლება.

“ვიკუნას“ მატყლი

“ვიკუნას“ ცხვრის სახეობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად

ითვლება. ისინი მხოლოდ პერუში ბინადრობენ, მათი მატყლის მოპოვება-დამუშავება რთული პროცესია და მხოლოდ ხელით არის შესაძლებელი. ამის გამო ძვირიც ღირს. “ვიკუნას“ ერთი მეტრი ქსოვილის ღირებულება 50 000 დოლარია. 

გუანაკო

“ვიკუნას“ ცხვრის მსგავსად, ძვირფას ქსოვილს კიდევ ერთი ცხოველისგან, გუანაკოს მატყლისგან ამზადებენ.

გუანაკო აქლემების ოჯახს გაეკუთვნება. ლამის წინაპარი, რომელიც კეჩუა ინდოელების მიერ 6000 წელზე მეტი ხნის წინ მოშინაურდა, სამხრეთ ამერიკის ყველაზე მსხვილი ბალახოვანი ძუძუმწოვარი ცხოველია. ისინი კონტინენტზე ორ მილიონზე მეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

მოზრდილი გუანაკოსგან მხოლოდ 400 გრამამდე მატყლის შეგროვება არის შესაძლებელი. წარმოების რთული პროცესის გამო, ეს ქსოვილი მეორე ყველაზე ძვირად ღირებულ ნედლეულად ითვლება. ამ ქსოვილიგან შეკერილი საშუალო ზომის პიჯაკის ღირებულება 27 000 დოლარიდან იწყება.

თუთის აბრეშუმხვევია

მსოფლიოში ერთ-ერთ ძვირად ღირებულ ქსოვილად აბრეშუმი ითვლება, რომელსაც თუთის აბრეშუმხვევია ქმნის.

ქსოვილის მიღება შესაძლებელია მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიის საშუალებით, რომელიც მხოლოდ თუთის ფოთლებს ჭამს.

თუთის აბრეშუმხვევიას ჯიშები განსხვავდებიან წარმოშობის ადგილის მიხედვით, ჭიის ფაზების ხანგრძლივობით, გრენის ზომით, შეფერილობით, პარკის სიდიდით, წონით, ფორმით, ფერით, მარცვლოვნებით და სხვა. გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით არის თუთის აბრეშუმხვევიას იაპონური, ჩინური, ევროპული, მცირეაზიური, კავკასიური და სხვა ჯიშები. ჭიის ჯიში აბრეშუმის ნაირსახეობებსაც განსაზღვრავს.

1 მეტრი აბრეშუმის ღირებულება დღეს 123 დოლარიდან იწყება.

ლეოპარდის ბეწვი

ცხოველთადამცველთა პროტესტის მიუხედავად, ლეოპარდის ბეწვი დღეს ერთ- ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ “ქსოვილად“ ითვლება. მასალა ყველაზე გამძლე აღმოჩდა.

ერთი მეტრი ლეოპარდის ბეწვი 8 000 დოლარიდან იწყება.

კოიგუ კერსტის ქაშმირი

“Koigu Kersti Merino“ არის ძვირფასი ნართი, რომელიც ძვირად ღირებული ტანსაცმლის დამზადებაში გამოიყენება. კოიგუ კერსტი ფართოდ გამოიყენება ელეგანტური ტანსაცმლის ხაზებისთვის. ეს მასალა ასევე ცნობილია ექსკლუზიური საღებავებით.

50 გრამი ქსოვილის ღირებულება 10 დოლარიდან იწყება. ამიტომ, მისგან დამზადებული ტანსაცმელი ძალიან ძვირი ღირს.

შაჰტუშ

შაჰტუში, ნეპალში და ინდოეთში მცხოვრები, ტიბეტური ანტილოპის (ჩირუს) ქვედა თმისგან ნაქსოვი ქსოვილია.

შაჰტუში ითვლება მშრალი მატყლის მეფედ და გამოიყენება ულამაზეს შალებში, რომელთა ფასი 5000 დოლარს აღწევს. შალებს ქსოვენ მხოლოდ ქაშმირის ოსტატები. როგორც ცობილია, ქსობვილის წარმოების ტექნიკას მხოლოდ ისინი ფლობენ.

უარყოფითი მხარეა ის, რომ შაჰტუშის ფლობა და რეალიზაცია უმეტეს ქვეყნებში უკანონოდ ითვლება. ცხოველი, ჩირუ ბრაკონიერების, სამთომოპოვებითი და ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.

Cervelt

საუკუნეების წინ, ახალი ზელანდიის ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც დედამიწის შორეულ კუთხეს წარმოადგენს ანტარქტიდიდან მომავალ ცივ ქარებთან ბრძოლაში წითელი ირმების ბეწვისგან დამზადებული რბილი, თხელი ქურთუკი ეხმარებოდა.

წითელი ირმის ხალათიდან მოპოვებულ ბოჭკოს ცერვალტი ეწოდება. ქსოვილი ქაშმირივით რბილია და ძალიან თბილი. თუმცა, მისი მოპოვება ძალიან იშვიათად ხდება, რადგან ერთი ირმისგან მხოლოდ 20 გრამი მასალა შეიძლება მოგროვდეს და ისიც, მხოლოდ წელიწადში ერთხელ.

ლონდონში მდებარე მაღაზიამ, 2014 წელს საზოგადოებას წინდები შესთავაზა, რომელშიც 100 გრამი ცერველტი იყო გამოყენებული. წყვილი წინდის ფასი 1500 დოლარი ღირდა.

იაპონური ჯინსი

მიუხედავად იმისა, რომ ჯინსის წარმოება მსოფლიოში უხვად ხდება, მისი იაპონური ვერსია სულ სხვაგვარია. ამომავალი მზის ქვეყანაში სრულყოფილი, “იაპონური დენიმი“ ჯინსის მოყვარულთა შორის მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. განსაკუთრებით იმის გამო, რომ იაპონიაში ჯინსს როგორც ხელოვნებას, ისე აღიქვამენ.

იაპონიაში ძვირფას ჯინსს Blue Group აწარმოებს. ის ასევე ამარაგებს ბრენდებს, როგორიცაა Louis Vuitton და Gucci. კომპანია ასევე აწარმოებს G001-T Gold Label Momotaro ჯინსებს, რომელთა წყვილი დაახლოებით 2000 დოლარი ღირს.

www.bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share