ქეთი დოლიძე, რეჟისორი: – ამ ფესტივალში ყოველთვის მსოფლიო გრანდები მონაწილეობდნენ! რობიკოს შემოქმედების მეასედი რომ ჰქონდეს ვინმეს გაკეთებული, რაღა უჭირდათ! ესენი ხელმოცარული, შეუმდგარი ადამიანები არიან. ცოცხალი გენიოსი გვყავს და ვინ არიან ეს ჭიაღუები, რა აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის?
სწორედ ამ ურაპატრიოტიზმმა დაღუპა საქართველო 1988 წლიდან დღემდე! დამისახელეთ ერთი პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი ამ 30 წელიწადში და ორივე ხელს ავწევ. ერთი შეხედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ნახეთ, სად არიან და ჩვენ სად ვართ! გამოდის, ჩვენ ურაპატრიოტები ვყოფილვართ, ქელეხების და ქორწილების ხალხი. ისიც ვერ გაგვირკვევია, რომ არ შეიძლება ქორწილში შავი კაბით წასვლა. ამ დღეებში ქორწილში მოვხვდი და მარტო პატარძალს ეცვა თეთრი კაბა, სხვები შავებში იყვნენ. სულ უბედურება, გლოვა, წუწუნი და ვაი-ვიში… ზოგიერთ ქვეყანას ჩვენზე მეტად უჭირს, მაგრამ არ წუწუნებენ და ფარ-ხმალს არ ყრიან.
მარტო რობიკო კი არა, ყველა უნდა წავიდეს და აჩვენოს, რომ ეს ქვეყანა ისევ არსებობს. ეს შეუმდგარი არარაობები, “მიშმადიდებლები” არიან, რომლებიც დღემდე მიშას მისტირიან… რობიკოს მეათასედიც არ გაუკეთებია არც ერთს!