“არ გაბედოთ და არ ჩაფარცხოთ ბიჭების გარდაცვალების საქმეები” – რას წერს ბესო ქათამაძე

ოზურგეთის საკრებულოს წევრი  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”  ბესო ქათამაძე სამხედრო ოფიცრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და შესაბამის ორგანოებს მიმართავს, არ ჩაფარცხონ ოფიცრის გარდაცვალების ფაქტი და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება:
“ბოლო 1 თვეში, სამი სამხედო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს გაურკვეველ ვითარებაში.
დღეს ვიგებთ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, ოფიცერ შალვა ტაბატაძის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც არაერთი დაზაიანება აქვს. მისი  ცხედარი სოფ.ორთაშენთან ხიდის ქვეშ იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia დაუყონებლივ და უსწრაფესად მოახდინეთ აღნიშნული საქმეების გამოძიება!!!
არ გაბედოთ და არ ჩაფარცხოთ ბიჭების გარდაცვალების საქმეები, როგორც წარსულში მოახერხეთ და შეძელით, კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე ჩვენი გმირი ბიჭების ლიკვიდირების საქმეები.” – წერს ქათამაძე.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share