სიკვდილის ყველა გზა, უკონტროლოდ მიტოვებულ ნაღვლის ბუშტზე გადის – მარინა ტოტოჩავა

რეკომენდაციები სიცოცხლისათვის –
სიკვდილის ყველა გზა, უკონტროლოდ მიტოვებულ ნაღვლის ბუშტზე გადის.
მედიცინის ანაკონდას ფაქტორი——- ნორმიდან გადახრილი ლეიკოტრიენ—– ბე 4 , დაავადებული ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის და პანკრეასის ლატენტური, არამყვირალა ფორმებით, ნელა, ჩუმად, თანდათან და ვერაგად კლავს ადამიანებს.
1——–სახსრის ხრტილის რამდენიმე ტიპი არსებობს. მათ შორის – ყველაზე მნიშვნელოვანია ბოჭკოვანი ხრტილი. ის შედგება კოლაგენური ბოჭკოების პრესებისგან. მისი სპეციფიკური ფუნქციაა–გაუძლოს ზედმეტ გაწელვას , რომ არ დაზიანდეს სახსარი. ამიტომ არის ის——–სახსრების შუაში, სახსრების მენისკებში, ხერხემლის მალთაშუა დისკებში, შინაგან ორგანოებსა და სადინარებში, ტრაქეაში, ბრონქში, ფილტვში, ყურის სასმენ არხში. ის ფერხებს და აჩერებს -სახსრის დაძველებას და დაჩლუნგებას .ძ ვლის განლევის და ქრობის შემთხვევაში, ის არის ძვლის შემცვლელი და ძვლის სიმაგრის თავის თავზე ამღები. ხერხემალი ფიზიოლოგიურად , ამ ხრტილის სიჯანსაღის დროს ფუნქციონირებს უხარვეზოდ. ფილტვების ანთების საფუძვლიანი გაწოვის დროს , ფილტვის ფიბროზის გაწოვის დროს , სახსრების მკურნალობის და შინაგანი ორგანოების მკურნალობის დროს, ამ ხრტილის აღდგენაზე უნდა ვიმუშაოთ. -სახსრის ანთება პირველადი, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაშია. ძირითადად, სულ მეორადია. ამიტომ მისი მკურნალობა , იმ ორგანოს მკურნალობით უნდა დავიწყოთ ,ვის ში შემავალი სინდრომიცაა ეს სახსარი. არცერთი გართულებული სახსრის ანთება არ არსებობს——- ნორმიდან გადახრილი ციტოკინების და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ცდომის გარეშე . ესაა სახსრების დაზიანების საწყისი და კარდინალური მიზეზი. მათ შემდეგ მოდის მეორე საფეხურის სათავო მექანიზმები. სახსრის აღდგენას რთული მექამიზმების გამოსწორება სჭირდება. ამიტომ, ნუ დაეყრდმობით შაბლონურ—- დიკლოფენაკების ჯგუფებს. რომლებსაც , მხოლოდ მსუბუქი გაუტკივარების ეფექტი აქვთ.
2——– მედიცინის მეცნიერებაში ცნობილია, რომ——– სისხლი ოფლი, ლიმფა , შარდი, თავზურგტვინის ლიქვორი და ორგანიზმში არსებული სხვა სითხეები , კიბოს გამოვლინებამდე 10 ან 20 წლით ადრე შეიცავენ -კიბოს უჯრედების შიფრულ ანარეკლს. კიბო ელვისებურად არ ვითარდება. ის თავის მყარ სისტემურ კომპლექსებს თანდათან ამწიფებს . უმეტესად ეს ხდება იმ ადამიანებში, რომლებიც სიმსივნის გენეტიკური დატვირთვის ქვეშ იმყოფებიან . კიბო ორგანიზმშია უკვე, გამოვლინებამდე ბევრად ადრე, სანამ ის კონკრეტული ორგანოს უჯრედში ლოკალიზდება და ნეკროზულ მექანიზმს შექმნის . თუმცა პარანეოპლასტიკური სინდრომები , რომლებზეც უკვე დაწვრილებით ვისაუბრე, დიდი ხნით ადრე ცდილობენ ადამიანების გამოფხიზლებას და საშიშროების აცილებისკენ ასიგნალებენ. ამის ხშირი მაგალითებია —– კარცინოიდული სინდრომი, სეროტონინის სინდრომი, ანემიის განმეორება ან კალციუმის მეტობაა. კალციუმის მიერ ჭარბად შესქელებული ან რკინით გამოფიტული სის ხლი , ადამიანების გაფრთხილებაა სასიცოცხლო საშიშროებაზე. თუმცა პარანეოპლასტიკური სინდრომის კიდევ ბევრი გამოხატულება არსებობს. სისხლის სიჯანსაღეზე და სისუფთავეზე დგას ადამიანის სიცოცხლე. სისხლს შეუძლია როგორც ჩაისახლოს , ისე მიაბრძანოს ორგანიზმიდან კიბოს შავი უჯრედები. იმუნიტეტი პირდაპირ არის დამოკიდებული სისხლის სიწმინდეზე და საჯანსაღეზე. ადრე ნათქვამს გავიმეორებ—- მედიცინის მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ შიდსის ვირუსი რამდენიმეჯერ შეიძლება გესტუმროს არასექსუალური გზით და ჩაგისახლდეს. შემდეგ კი იმუნურ გარემოებათა გამო, ისე გავიდეს ორგანიზმიდან , რომ არც გამოვლინდეს დაავადება. იმუნიტეტი თუ ძლიერია, როგორც კიბოს შიფრებს ისე ძლიერ ვირუსებს და ბაქტერიებს , სისხლი თანდათან აძევებს ორგანიზმიდან. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს——–რას ჭამ, როგორ ცხოვრობ, როგორ გძინავს ,ვისთან გძინავს და რას გადაგდებს; როგორ იცავ ორგანიზმს მავნე გარემოსგან. რაც მთავარია, რამდენად ხარ აცდენილი-შურიან, უმადურ, დამცინავ ,ბოღმიან ნაცნობ მკვლელებს. რომლებიც თავიანთი უარყოფითი მუხტებით, ფსიქოლოგიურად გწამლავენ და თავიანთ ბინძურ ადრენალინს შიგ ფსიქიკაზე გასხამენ. სწორედ ეს იწვევს ყველაზე მეტად ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც კიბოს მთავარი მასპინძელია ორგანიზმში . მხოლოდ———— ან გამოუცნობი და ატიპური ან არასწორად ნამკურნალები ან დაუსრულებელი მკურნალობის ფილტვების ანთებაა ის ფენომენი, რომელიც კიბოს არცერთ შიფრს არ დაკარგავს და ორგანიზმში დატოვებას აიძულებს. ადამიანს ერთხელ მაინც თუ გადაუტანია ფილტვების ანთება, მისი იმუნიტეტი სრულფასოვანი ვერასოდეს ვერ იქნება.
3——კალიუმის ნორმის გარეშე , ცე ვიტამინი პარალიზებულია ფიზიოლოგიურ რეაქციებში. მისი ნაკლებობისას ცე ვერ მუშაობს . თუ კალიუმი დაქვეითებულია, ცე ვერ მუშაობს და რომ გგონიათ რომ ცე— თ ივსებით, მისი შეწოვა და მოხმარება არ ხდება. ყაბზობის მთავარი მიზეზი, გადახრილი ლეიკოტრიენების, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის და პანკრეასის ფერმენტების დისონანსის ფონზე——– ცე ვიტანინის დეფიციტია, რომლის ათვისება ვერ მოხდა, დაბალი კალიუმის ფონზე.
4——არაპროფესიონალისგან ნასწავლის ათვისება, გაგონილის და ყურმოკრულის შესრულება , თანამედროვე მედიცინის მეცნიერების მტკიცებულობითი ჭეშმარიტებების უგულვებელყოფა, ამ ეპოქის მედიცინის დაბალი პროფილაქტიკური დონის დამახასიათებელია. რეკლამის მოსმენა არ ნიშნავს, მის უპირობო გამოყენებას. მედიკამენტის მიღება ექიმის გარეშე დაუშვებელია. უამრავი მაგალითია. ავიღოთ მაგნე ბე-6 , რომელსაც ბევრი იღებს რეკლამაში ხილვის შემდეგ. მინერალის და ვიტამინის ნაკლებობა ასუსტებს და დაავადებებს იწყებს. ხოლო მეტობა, უფრო მძიმე დაავადებებს და სიმსივნეებს იწვევს. მაგნიუმის ნაკლებობა პრობლემებს ქმნის, მაგრამ მეტობა უფრო მძიმე პრობლემებს ქმნის. მისი მიღება უნდა შეზღუდოთ იმ შემთხვევებში, როცა მაგნიუმის სიჭარბეა ორგანიზმში. როცა მაგნიუმი ისედაც ძალიან ჭარბადაა ორგანიზმში , ეს მდგომარეობებია——–ლითიუმით ინტოქსიკაცია ან ლითიუმის მიღების პერიოდი; შიგა ექსიკოზი ანუ გაუწყლოება, რომელიც ძნელად შესამჩნევია არაექიმის მიერ; მაღალი შაქრით მიმდინარე დიაბეტი ;ასპირინის და მსგავსი პრეპარატების მიღება ;ზოგი ანტიკოაგულანტის მიღება ანუ ეწ სისხლის გამათხიერებლის; ჰიპოთირეოზი, ადისონის დაავადება ;ზღვაზე დასვენება და სხვა. ჰიპოთირეოზის დროს, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს, ნუ დაიტვირთებით მაგნიუმით. ეს თრომბების დაჩქარებულ წარმოქმნას მოახდენს.
5—–თვალში სიწითლე სისხლჩქცევის გარეშე არ არის. ალბუციდის იმედზე ნუ იქნებით. თვალში სისხლჩაქცევა ძალიან ხშირად , გადიდებული ლიმფური კვანძების გამოა. ამიტომ ,აუცილებლად ,სარკოიდოზი უნდა გამორიცხოთ.
6—-ზრდასრულობაში ფქიქოპათები და სოციოპათები, ბავშვობაში ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის დაზიანების გამო ხდებიან. ბავშვი რომ შუბლს დაარტყამს, თუნდაც მსუბუქად, ჰიპოფიზს ტრავმა აქვს უკვე და პედიატრიული დახმარება სჭირდება. ქალების ჰორმონალური აშლა და მაგალითად, ჰიპოფიზის ადენომა, ძალიან ხშირად, სწორედ ბავშვობაში მიღებული შუბლის მსუბუქი ტრავმით იწყება.
7-დროებითი, ადვილად გაწოვადი თრომბი შიშისა და განცდის დროსაც ჩნდება. მსოფლიო მედიცინის სტანდარტით და დასკვნით, თრომბის მიზეზია——-ან არასრულფასოვნად ნამკურნალები ქრონიკული დაავადებები ან ბოლომდე მოურჩენელი დაავადება ან ორგანიზმში დარჩენილი ლატენტური ინფექცია ან—— კიბო.
8——-თუ შენი დაბადების დღეზე ტორტზე სანთელს ერთი ამოსუნთქვთ ვერ აქრობ, ასევე, ასანთს მაშინვე ვერ აქრობ, ფილტვის წნევა ძალიან დაბალია და გულის ენდოგენური წნევაც დაბალია და მკურნალობა გესაჭიროება, ფილტვის სიმსივნის და გულის ოპერაციის პროფილაქტიკისთვის.
9——ბავშვი——არასრულფასოვანი ჯანმრთელობით ან დაბალი სიმაღლის გაიზრდება, თუ ლიზინის ცვლა დარღვეულია. ზრდის ჰორმონის —–სომატოტროპინის ზიანში ლიზინის ცვლის დარღვევას უდიდესი წილი აქვს. სომატოტროპინი, რომელზეც უხშირესად ვსაუბრობ, მარტო ზრდის განმსაზღვრელი არ არის. მისი ნორმიდან ცდომაზეა დაყრდნობილი მტანჯველი დაავადებების უმრავლესობა.
10—-დაავადებების მკურნალობისას უმთავარეს , სათავო პრობლემებზე უნდა მოვახდინოთ ყურადღების და მოქმედების კონცენტრაცია და ჩარევა . ციტოკინები მათზე სტატიაში უკვე დეტალურად დავახასიათე და კიდევ გამოვკვეთავ ამ მთავარ სასიცოცხლო მომენტებს . გადახრილი ენ და ცე ლეიკოტრიენები, გამოდიან მასტოციტებიდან და ეოზინოფილებიდან და იწვევენ ——–ასთმებს, ბრონქოსპაზმებს, ქრ რინიტებს. გადახრილი ე და დე ცისტეინური ლეიკოტრიენები——-ქმნიან ———–ჭარბ ლორწოს, ნახველს, ფიბროზებს , ასთმას, სინუსიტებს , ჰაიმორიტებს, რინიტებს, ბრონქოსპაზმს, ალერგიებს, კანის ალერგიულ გამონ აყრებს, ლარინგიტებს ,ინფექციებს, ძლიერ შეშუპებებს, კენჭებს, ცისტებს , კისტებს, მასტოპათიებს, ამკვრივებენ და ადიდებენ თრომბებს. გადახრილი ლეიკოტრიენებიდან იწყება ყაბზობის მექანიზმები და საერთოდ, კუჭნაწლავის მოშლა. ართრიტების სათავო მიზეზი ციტოკინ-ლეიკოტრიენების გადახრაა. შარჟის დონეა ართრიტის მკურნალობა ლეიკოტრიენების ეგიდის გარეშე. არ არსებობს ალერგია და ბრონქოსპაზმი ნორმიდან ცდომილი ცისტეინური ლეიკოტრიენების გარეშე. თუ მათზე არ არის აქცენტირებული, მკურნალობა, მაშინ მხოლოდ ალერგენის დესენსიბილიზაცია ხდება და მიძინებული ალერგენი რჩება ორგანიზმში ჰისტიდინის ზიანისთვის და ახალ ალერგიულ ვარიაციებში ჩასართავად. ვიტამინების სიჭარბე, რომელიც კიბოს ერთი დიდი მიზეზია ცისტეინური ლეიკოტრიენების ცდომით იწყება. ეგზემას ამწვავებს ბე 4 და ცე 4 ლეიკოტრიენები. გადახრილი ლეიკოტრიენები ძვალს აპატარავებენ და სახსრებს ასკლეროზებენ. ოსტეოპოროზის და ოსტეოქონდროზის სათავო მიზეზი ისინია. მაგალითად, ეგზემის ან ტოტალური შეშუპების ან რინიტის ან ასთმის ან ფიბროზის ან კუჭ-ნაწლავის და სახსრების და ბევრი სხვა დაავადების მკურნალობა აკადემიურ მედიცინასთან ძალიან დაშორებული რანგია, ციტოკინ-ლეოკოტრიენებების მექანიზმების გაანალიზების გარეშე. ლეიკოციტების რიცხვი 6 ზე დაბალი თუ გაქვთ, ორგანიზმში ბიოქიმიურად მახინჯი ლეიკოტრიენები გამოიყოფა. სწორედ ისინი იწვევენ ფილტვის ან გულის ან ღვიძლის ფიბროზებს, რომელთა ღია ან ფარული ფორმები ყოველთვისაა 6-ს ქვევით ლეიკოციტების ფონზე. გადახრილი ლეიკოტრიენ ბე 4 ის სიჭარბე კლავს ღვიძლს და პანკრეასს მაშინაც კი, როცა 140 მდე წნევაზე ადამიანს თავი ტკივა ან დისკომფორტი აქვს. ამ დროს, ნორმიდან ნაცდური ბე 4 არღვევს შარდოვანას და აზოტის ციკლს , რომლის მექანიზმი უამრავაჯერ ავხსენი დეტალურად და იწვევს თავის ტკივილებს , სწრაფად შექმნილი მიკროთრომბების გადასროლით. დადგენილია მსოფლიო მედიცინაში, რომ ბე4 ლეიკოტრიენი იწვევს ——–რევმატიულ ართრიტს, პოდაგრას, შაკიკს, ალცჰაიმერს, უამრავი ტიპის სიმსივნეს. მათ შორის-პანკრეასის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშ ტის და ფილტვის სიმსივნეებს. თანამედროვე მსოფლიო მედიცინის განმარტებაა——–თუ მომატებულ ბე4-ს შეამცირებ ან ნორმაზე დაიყვან ———-არ იქნება არც ინფარქტი, არც ინსულტი ,არც ალცჰაიმერი. დილის ნახველი თუ გაქვს ესაა მომატებული ცე 4 ცისტეინური ლეიკოტრიენი, ე -4 თან და დე 4 თან ერთად . ისინი ქმნიან ჭარბ ლორწოს და აზიანებენ ფილტვებს . ლეიკოტრიენ ბე 4 ის მოჭარბებაა სათავო მიზეზი——————ნებისმიერი ანთების, ინსულინრეზისტენტობის დარღვევის, დიდი მუცლის, სიმსუქნის, ქოლესტერინის სიჭარბის, შებერილობის , ღვიძლის გაცხიმოვნების, დიაბეტის, პოდაგრას, ღვიძლის დაავადებების. ლეიკოტრიენ ბე -4 , განსაკუთრებით, ღვიძლს და პანკრეასს ებრძვის. ნახველის და ლორწოს მოჭარბებისას ადამიანს განსაკუთრებით პანკრეასი აქვს დაზიანებული . ამის მაგალითია , პანკრასის კისტური ფიბროზის გამოხატულება ——მუკოვისციდოზი, რომლის დროსაც ნახველის ზეჭარბი სეკრეციაა. ჩვენში პანკრეასის დაზიანების ლატენტური, ქრონიკულად მკვლელი ფორმები აქტიურად ვერ დგინდება. მსოფლიო მედიცინაში ცნობილი ანაკონდას ფაქტორია———————-გადახრილი ლეიკოტრიენ ბე-4 ———–პანკრეასის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის გზით——– ნელა, ჩუმად , ლატენტურად და ვერაგულად კლავს ადამიანებს. მაგალითად, ადამიანს ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს და სვამს რიტორიკულ კითხვას——–ვინ მომკვდარა ნაღვლის ბუშტით? ბოლოსდაბოლოს ამოვიჭრი და მივაგდებ. განვითარებული მსოფლიო მედიცინა ამ დროს პასუხობს———–სიკვდილის ყველა გზა ნაღვლის ბუშტზე გადის. ხშირად ვიმეორებ ცნობილ ჭეშმარიტებას———-არ არსებობს ინსულტიანი ნაღვლის ბუშტის სერიოზული ზიანის გარეშე. დაკნინებულ სასიცოცხლო ნეიროგენეზში ყველაზე მეტი დანაშაული ციტოკინებს მიუძღვით ლეიკოტრიენების ფორმით. დიზბაქტერიოზი არ არსებობს ციტოკინური დისბალანსის გარეშე. პედიატრიულ კონტიგენტში როცა ალერგიები ან ყურის ანთების განმეორებადობაა ან ბრონქიტის განმეორებადობაა ან სუსტი კუჭ-ნაწლავია, ასეთ ბავშვებს ლეიკოტრიენების მომატება აღენიშნებათ. გულის სარქვლებში კალციფიკატების მთავარი ჩამკირავი ლეიკოტრიენ ბე 4 ი ს გადახრაა, რაც უპირობო მიზეზია ინსულტების . მისი ძლიერი გადახრის დროს , აგრესიული ქოლესტერინის სიჭარბეა და მკვეთრად აა ჩაწებებული არტერიის კედ ლებზე. თუ ჭარბი ქოლესტერინის მკურნალობის დროს, სამკურნალო სტრატეგიებში ლეიკოტრიენების ,საწყის და მთავარ მონაწილეობასთან ბრძოლა, არ იქნება დანიშნულების პრიორიტეტული მიზანი, ბოლოს ქოლესტერინი ანალიზში ნორმადაც რომ გამოჩნდეს, ასეთი ადამიანი ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლით ვერცერთ ვარიანტში ვერ იცოცხლებს. ჟანგვითი პროცესების გაუკუღმართება ცხიმოვანი მჟავების არასწორი დაჟანგვა , ნორმიდან გადახრილი ლეიკოტრიენების ეგიდითაა, რაც იწვევს ძლიერ , დაუმორჩილებელ სიმსუქნეს. კუჭის აორტაში გადახრილი ლეიკოტრიენები იწვევენ ათეროსკლეროზს და აორტის ფუნქციების გამოთიშვას , შედეგად——-ან შაკიკის შეტევებია ან მუცლის შებერვაა ან ანევრიზნის შანსია ან ინსულტის . უეცარ სიკვდილშიც, ბოლო მიზეზი გადახრილი ლეიკ ოტრიენებით დაზიანებული კუჭის აორტიდან მომხდარი სწრაფი თრომბირებაა. თანამედროვე მედიცინაში გადაულახავი პრობლემა არ არსებობს. თანდათან ყველაფერი მოგვარებადია. გადახრილი ლეიკოტრიენების თანდათან დაბალანსება ყველა ექიმის ვალია. ეს ყველა დანიშნულებაში მაქვს ასახული მკვეთრად და ინდივიდუალურად .
11—–ფოსფატაზა ძვლის ანალიზია და ლეიკემიის დროს ყოველთვის მომატებულია.
12——–ერთი სახის ვიტამინის სიჭარბე ნორმის ზევით , უკვე შფოთის გამოხატულებაა. ორი ან სამი სახის ვიტამინის სიჭარბე უკვე სეროტონინის სინდრომია . სეროტონინის სინდრომი ნიშნავს, გენეტიკაში არსებული გამოკვეთილად პათოლოგიური პროცესების , ამ ადამიანში, მოცემულ სასიცოცხლო ეტაპზე დომინირებას. სამი ან 4 სახის ვიტამინის სიჭარბე მძიმე დაავადებებია. 5 ან 6 ვიტამინის სიჭარბე დიდი ფსიქიკური პრობლემებია. 7 ვიტამინის სიჭარბიდან უკვე რეალური კიბოა. თუ ვინმეს კიდეც აქვს ისეთი აზროვნება, რომ ვიტამინი მხოლოდ ასუქებს და ხელოვნური ვიტამინის შედეგი დროებითი არ არის, ის დროს ჩამორჩენილი ადამიანია. ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ. ვიტამინებია ის სასიცოცხლო ბილიკები, რაზეც გადის ადამიანის სიცოცხლე. ვიტამინებისგან შედგება ამინომჟავები, სადაც წინასწარ ჩაწერილია სამყაროსგან, ადამიანის სასიცოცხლო ისტორია დაბადებიდან სიკვდილამდე . ვიტამინების ნაკლებობა ასუსტებს , იმუნიტეტს თრგუნავს და აავადებს. მაგრამ, ვიტამინების სიჭარბეა მთავარი მიზეზი სიკვდილის ბილიკებზე გადასვლის . მხოლოდ ბიქიმიური რეაქციების მკაცრი კონტროლით ხდება , მათი დაბალანსება . ასევე , მათთან ერთად— მინერალების , მჟავეების მიკროელემენტების და სხვა ორგანული ნივთერებების. მთავარი ფესვი ყველაფერში ვიტამინებია. სამწუხაროდ, დოგმა არ არის—– ყველას ერთი და იგივე ვიტამინის სიჭარბე ჰქონდეს მსგავსი დაავადების დროს. ვისაც რა ტიპის ინდივიდუალური მოშლა აქვს , თავის ბიოქიმიასა და ფიზოლოგიაში, იმ ვიტამინის სიჭარბე აქვს. ამიტომ ამას ადგენს პირადი ექიმი, რომელსაც შესწავლილი ჰყავს თავისი პაციენტი. ექიმი, დანიშნულების დაწერამდე , როცა იწყებს განხილვას და ფიქრს პაცენტის მექანიზმების გაანალიზებაზე , პირველი რასაც აკეთებს ——- ცდილობს დაადგნოს—– რომელი ნივთიერებების ნაკლებობა და სიჭარბე აქვს ამ ადამიანს. უპირველესად , კი ვიტამინების. ეს დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სხვა გზით არ გაუმჯობესდება ადამიანის ჯანმრთელობა. რადგან, სიცოცხლის ღერძების———-სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის, სომატოტროპინის, სომატოსტატინის და ციტოკინ——ლიეკოტრიენების გადახრის მთავარი მიზეზი და საწყისი ————ვიტამინების ფიზიოლოგიური ბალანსის დარღვევაა.
13—–თუ ცე ჰეპატიტი გაქვს , თუნდაც კარგად ნამკურნალები და პერიოდულად დაბალი წნევაა. ეს არის ღვიძლის შიგა მცირე სისხლდენების ან სისხლძაქცევების გამოხატულება. ცე ჰეპატიტის დროს, სიცოცხლის ბოლომდე სისხლძარღვების ვასკულიტური პრობლემაა, ღვიძლის შიგა ვარიკოზებით გამოხატული. ცე ჰეპატიტი არა მარტო ღვიძლის , არამედ მთელი ორგანიზმის დაზიანებაა. ვირუსის ელიმინაციის პროგრამის , თუნდაც წარმატებით გავლა , არც ღვიძლის სრულყოფილი მკურნალობაა და არც მთელი ორგანიზმის. სიტყვები——–ცე ჰეპატიტი მოვირჩინე—— პრიმიტიული განწყობაა და სჯობს მეტი სიცოცხლისათვის უფრო ყურადღებით იყოთ. დაბალი წნევების დროს კოაგულაციური პარამეტრები აკონტროლეთ . განსაკუთრებით, ფილოქინონი ,პროტეინ ცე და ასევე სხვა ყველა კოაგულაციური პარამეტრი, ფიბრინოგენის და კალციუმის ჩათვლით.
14——-პატარა ბავშვებს, რომლებიც ხილს ნაკლებად ან სულ არ ჭამენ , აღენიშნებათ———რამდენიმე მინერალის დეფიციტი, რამდენიმე ვიტამინის მცირე სიჭარბე და თუთიის და იოდის ცვლის დარღვევები. ეს პრობლმები , აუცილებლად, ამავე ასაკში უნდა ჩასწორდეს.
15—–კოვიდის შემდეგ ფილტვის ფიბროზი უამრავ ადამიანს დაუდასტურდა. ფილტვის ფიბროზის დ როს, ფიბროზს თუ ნაწიბურის ფორმა აქვს, მარტო ფიბროზზე არ უნდა გავჩერდეთ და სარკოდოზიც გამოვრიცხოთ. სარკოიდზს ატიპური ფორმებიც ბევრი აქვს და ყელში შესქელებებსაც დავაკვირდეთ . ტოტალური შეშუპების მკვეთრი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად , ხშირად სარკოიდოზია და ამ ტიპის შეშუპების არასათანადო მკურნალობა ფილტვების სიმსივნემდეც მიდის.
16——არის მედიცინაში ბევრი შემთხვევა, ადამიანს კიბო აქვს ლატენტურად ან პარანეოპლასტიკურ — კიბოსწინარე სინდრომშია————-ასეთი პერსონები კატექოლამინების უხვი სინთეზით გამოირჩევიან. თირკმლეზედა ჯირკვლებიდან ტვინზე ადრენალინური ზეწოლის გამო, ისინი ბოღმიანები, შურიანები და ზედმეტად ამბიციურები არიან. ისინი ვერ ცხრებიან ღია ან ფარული შურისძიებით. დაუცხრომელი ფარული ბოღმა , შურისძიების წყურვილი და ჰიპერტროფირებული ამბიცია, ხშირად არის, რამდენიმე ტიპის კიბოს დამახასიათებელი, ჭარბი ადრენალინური პროდუქციის გამო.
რაც შეეხება ჰაშიმოტოს პრობლემას, ამ დროს ადამიანი ზეჭარბად ამბიციურია და დაუფიქრებლად გათელავს ყველას, ვინც გზაზე გადაეღობება ან ჩათვლის, რომ მის ამბიციას ხელი შეუშალეს. ჰაშიმოტოს თიროიდიტი ა ნუ ქრონიკული ლიმფოციტური თიროიდიტი -აუტოიმუნურია. როცა ფარისებრს საკუთარი ანტისხეულები ებრძვიან. იწვევს პირველად ჰიპოთიროიდიზმს. რომელიმე ან ყველა ეს სიმპტომი აქვს—– დაღლა , შეშუპება სახეზე, მცივანობა , სახსრის და კუნთების ტკივილი , ყაბზობა, თმის გათხელება, მენსტრუაციის არევა , დეპრესია, პანიკურობა, პულსის სიდაბლე. მძიმე გართულებაა——–თიროიდული ლიმფომა. ანტისხეულებია გააქტიურებული პეროქსიდაზების მიმართ. დიაგნოზი ისკვნება ანტი TPO ანტისხეულების მატებით . ყურა დღებას გავამახვილებ ძალიან საჭირო მომენტზე ———-პირველ ეტაპებზე, ჰაშიმოტოს, ძალიან ხშირად, სულ არა აქვს სიმტომები. აკადემიურ მედიცინას, ცნობილი სამედიცინო შეცდომების ჩამონათვალში ჰყავს შეყვანილი. ამიტომაცაა, კლასიფიცირებული მაღალი კლასის მედიცინაში, შეცდომით დასკვნილი დაავადებები , რომლებიც რეალურად არ იყვნენ და მათ უკან ჰაშიმოტო იდგა ვერაგად. ეს დაავადებებია———–დეპრესია, ფსიქოზები, პრემენსტრუალური სინდრომი , ფიბრომიალგია, კაცებში პოტენციის დაქვეითება ან დაკარგვა ერექციული დისფუნქციებით; შფოთვების ბევრი სახეობა ;მანიაკალური სინდრომები. ჰაშიმოტოს დროს TSH, თითქმის ყოველთვის მომატებულია. ამ ჩამოთვლილი დაავადებების დროს აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ——–ჰაშიმოტო. ჰაშიმოტო გასინჯვითაც მკვრივი ჩიყვია. ხშირია ამ დროს მიქსედემა. მუკოპოლისაქარიდები კანში გროვდება და შეშუპებაა თვალების ირგვლივ ამის გამო. სხვა დაავადებებისგან დიფერენციაციისთვის უნდა აიღოთ———–ტე3 და ტე 4ის გარდა———-ანტი—-TG ანუ ანტი თირეოგლობულინური ანტისხეულები , ანტი TPO და ანტიმიკროსომული ანტისხეულები. თუ ადამიანის გაწირვა და არდანდობა ადვილად შეუძლია პიროვნება ს და ამ დროს ის მისადმი , იმ ადამიანის ყოფილ დამსახურებასაც არ გაითვალისწინებს, ამ პიროვნებაში ჰაშიმოტო ან მისი ატიპიური ფორმა უნდა ვეძებოთ. თუ ამ დაუნდობელს და აგრესიულს, გენეტიკაში კიბო აქვს, მისი გამოვლინების შანსი ყოველდღე ემატება შესაბამისი მკურნალობის გარეშე.
17—–თუ დე ვიტამინს იღებ ან -უახლოეს თვეებში მიგიღია და სოლარიუმით ისარგებლებ, კომაში ჩავარდნის 90 პროცენტიანი შანსი გაქვს.
18- შეშუპების სათავო მექანიზმი ეს არის—–დეფექტური დეენემის გამო, ყველაზე უნივერსალური ცილები ქ ვეითდება და სითხე დგება. სხვა მექანიზმები შეშუპებაზე შესაბამის სტატიაში დეტალურად გადმოვეცი. შეშუპება ნიშნავს გაჩერებეულ , ფიზიოლოგიურად არასაჭირო , არაადექვატურ სითხეს.
19——-კუჭ-ნაწლავი შეიძლება ისეთი დაზიანებული ჰქონდეს ადამიანს, რომ სიმსივნური პროცესიც კი იყოს , მაგრამ, ეს შემაწუხებელი არ იყოს და დისკომფორტს არ უქმნიდეს. შიდა ქალის წნევის მომატება ს უკავშირდება კუჭ-ნაწლავის პრობლემის გამწვავება. ღვიძლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, პანკრეასის და კუჭ-ნაწლავის უკმარისობა, ასევე სახსრების და ფილტვის დაავადება და სხვა ——–წარმოადგენენ მიტოქონდრიალურ დაავადებებს. ანუ ამ დაავადებების დროს, მოშლა დეენემის და მიტოქონდრიების დონეზეა. ამ დაავადებების დროს გასაკვირი აღარ არის თავზურგტვინის ჰემატოენცეფალური ბარიერის მოშლა და შიდა ქალის წნევის თამაში. მაგალითად, კვებითი ინტოქსიკაციების დროს , პაციენტები მდგომარეობიდან , ყველაზე ადრე გამოდიან შიგა ქალის წნევის დროულად დასტაბილების შემდეგ.
20—–დიააბეტის ინტერპრეტაციები მომავლის მედიცინაში აუცილებლად დაიხვეწება და ბევრ ჭარბწონიანს დაუდგინდება , რომელებსაც შაქრის ნორმის გამო ანალიზებში , დღეს დიაბეტი არ ეწერებათ დიაგნოზად. დიაბეტი ანალიზურად ვლინდება და ფიქსირდება მაშინ , როცა ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი ნორმის მაღლა აცდება.
21——–ფილტვის კიბოს წინა პერიოდში , ყველა შემთხვევაში, აუცილებლად გამოვლინდება ეს ლაბორატორიული მონაცემები———–აკატეჰე ანუ ადრენოკორტიკოტროპულ;ი ჰორმონი მოიმატებს, ასევე მოიმატებს ნორმის ზევით——კორტიზოლი და კალციუმი .ხოლო ნატრიუმი დაქვეითდება . ასევე , როგორც წესი ბრონქული ნადებია.
22—-მაღალი პროლაქტინი კიბომდე მივა , თუ დოფამინის და ფენილალანინის ცვლის ,ყველა მოშლილ ბიოქიმიურ რეაქციას არ ჩავასწორებთ. როგორც ქალებში, ასევე კაცებშიც.
23 -ხერხემლის გადაღებისას რადიოლოგის დასკვნებში ძალიან ხშირად წერია ——-ხერხემლის სტენოზი. ესაა ხერხემლის არხების შევიწროება, რომელი არხებიც შეიცავენ ნერვების ფესვებს. ამ შევიწროების მიზეზებია———ართრიტი, ძვლის და ხრტილის შეშუპება და ჰიპერტროფია, ასევე——-კიბო. ზურგის ტკივილების 99 პროცენტი, ხერხემლის ნებისმიერ ადგილზე —– კისრის მალებიდან წელის ჩათვლით, ასევე, ქვემო კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება და სიმძიმის გრძნობა , მხოლოდ ვენებს რომ ბრალდება——–მისი რეალური მიზეზითაა. საჯდომი ნერვის ცნობილი მტანჯველი ქრონიკული ნევრალგიის დროს ტკივილიც, მისი მიზეზითაა. თუმცა, ხერხემლის სტენოზი , ბევრ შემთხვევაში, შეიძლება, არც იძლეოდეს ტკივილებს . ამ დროს თუ ტკივილია, მისი მიზეზია———-ზურგის ტვინის და ნერვების ფესვების დაჭიმულობა . დიკლოფენაკები კი არა, უპირველესად ის ნივთიერებები და ფერმენტები უნდა დავნიშნოთ დაჭიმულობას რომ ხსნიან. თუ სტენოზი მომავალი კიბოს გამოხატულებაა, მაშინ სტენოზში ჩამალული კიბო, რ ომელიც გააქტიურებას არ ჩქარობს, შეიძლება წინასწარ წაიჭირო. რომელიც 10 ან 15 წლის შემდეგ ვეშაპივით შემოვარდება იმუნურ სისტემაში. დაჭიმულობამ შექმნა სტენოზი, რომლის ფონი, ყველაზე მეტად , ბავშვობის ატიპური რაქიტებია. დაჭიმულობა და სტენოზი კი საბოლოოდ დაასტატუსა მინერალურმა მოშლამ და ამონომჟავურმა დისბალანსმა.
24——პროლაქტინის მატება ბევრ ჩივილებს იწვევს. უფრო ხშირი ჩვილებია ქალებში——სიმსუქნე, სქესობრივი აქტის დროს მტკივნეულობა, კაცებში——–ლიბიდოსა და ერექციის შემცირება. პროლაქტინის მატება ,მხედველობის ნერვებს აზიანებს. თავის ტკივილი და მხედველობის თანდათან დაქვეითებაა. მხედველობის ასაკობრივი დაქვეითება რეგრესული მცნებაა. ბევრი მაგალითი ვიცი, ხანდაზმულები., რომლებსაც ჰიპოფიზის პრობლემა არა აქვთ, უსათვალოდ კარგად ხედავენ და კითხულობენ. ეს და კიდევ ბევრი მსგავსი ჩივილი, კლიმაქსის არეალშია. მოსახლეობაშიც ცნობილია, რომ კლიმაქსს ქალები უფრო მედგრად უძლებენ, კაცებს კი ძალიან უჭირთ. ლაბორატორიულად ზედა ზღვარზეც რომ არის პროლაქტინი , კაცს უკვე დიდი პრობლემები აქვს. თუ ჯერ ლიბიდოს სისუსტის პრობლემას არ უჩენია თავი, სისხლძარღვოვანი უკმარისობა და ინსულტის შანსში უკვე მწვავედაა .
25—–გაქრონიკულებული სუბფებრილური ტემპერატურების სათავე——- ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსია.
26—–ჰისტიდინის სასწაულმოქმედ თვისებებზე სტატიაში ადრე ვისაუბრე დაწვრილებით. ჰისტიდინი არის ჰისტამინის მთავარი შემადგენელი ცილა და ჰემოგლობინის მთავარი ნაწილი .ალერგიაზე საუბარი და ახსნა , საერთოდ, ჰისტამინთან არის ასოცირებული .ალერგიის მკურნალობა არ არის, მხოლოდ, ანტიჰისტამინურები ,რომელსაც არაექიმები მიმათვენ უკვე ძალიან შაბლონურად. არასწორად ნამკურნალები ალერგიები ციტოკინებს გადახრიან და ქრონიკულ ალერგიულ დაავადებებს იწვევენ. ამიტომ არის ხშირად, მაგალითად, ალერგიის მკურნალობის შემდეგ, პირიქით, ქრონიკული რინიტი ყალიბდება დაავადებად. ალერგიული დაავადება უკვე ციტოკინ— ლეიკოტრიენების გადახრის ფონზე მიდის და ბოლომდეა მოშლილი——–თუთიის, სელენის, ბრომელაინის, ბეტაინის, გლუტათიონის, თიროზინის, ცისტინის, ჰისტიდინის, ბე7ის, ბე 5ი ს , ბე 9ის და სხვა ცვლები. ყველაზე სასიცოცხლო და საშიშია ჰისტიდინის ——-ამ უნიკალური ამინომჟავის დაზიანება ალერგიის არასწორი მკურნალობის დროს . ჰისტიდინის დაზიანება ყოველთვის აისახება სიცოცხლის ხარისხზე. გაუაზრებლად ეხები ჰისტამინს———აზიანებ ჰისტიდინს.
27——თიროზინი დეტალურად განვიხილე მასზე სტატიაში . თუ მისი ცვლა მოშლილია———–დიაბეტი მძიმედ მიდის , რადგან თიროზინი დიაბეტის დროს შექმნილ მომწამლავ კეტონურ სხეულებს არეგულირებს. თიროზინის მოშლის დროს ——————ღვიძლი თანდათან მძიმდება, რადგან ღვიძლი თიროზინის საწყობია. სტრესი და შფოთი ძლიერდება. მეხსიერება კლებულობს. მელანინი იშლება და ვიტილიგოა . ეპინეფრინი ქვეითდება და უკმარისობებია სხვადასხვა ორგანოს. თიროზინი თუ ნორმაა——– ჩიყვი არ არის .ჩიყვის დანიშნულება არასრულფასოვანი იქნება, თუ ის თიროზინის სასიცოცხლო გამანაწილებლის———– ღვი ძლის მკურნალობის ინტერპრეტაციებს არ შეიცავს. ფარისებრის დაავადებების და საერთოდ, ყველა ქრონიკული დაავადების დროს, ფერმენტი თიროზინკინაზა , ბიოქიმიურ რეაქციებში გრაფიკულად დამახინჯებული შედის და უფრო ამძაფრებს პათოლოგიებს. თიროზინის თემა ამოუწურავია. კოსმოსიდან ენერგია შემოდის ეთანოლამინით და პირველი მას იჭერს ფოსფოლიპიდები. ხოლო თიროზინი საწყობის გამგეს ჰგავს. მასზე და ფენილალანინზე მთლიანადაა დაყრდნობილი სასიცოცხლო პოტენციალების განაწილება და მართვა. როცა ამინომჟავების სპექტრს ვაანალიზებ, შიშით, პირველი ,ეთანოლამინისკენ ვაპარებ თვალს. რადგან, მისი დაქვეითება სიცოცხლის ხანგრძლივობას არ ნიშნავს. ეთანოლამინის სიმცირის დროს , ღვიძლში ადამიანის სიცოცხლის შესაქმნელად ჩასაფრებულ თიროზინს მასალაც არა აქვს ხელში, რომ სასიცოცხლო პროცესები განკარგოს. თუმცა ყველაფრის აღდგენა და გამოსწორებაა შესაძლებელი.
28—–სურფაქტანტი——-ფილტვის ალვეოლებში და ბრონქიოლებში არსებული ჰაერ-სითხეა . ს უნთქვის აქტისთვის ის სასიცოცხლოა. მისი მთავარი შემადგენელია უფრო მეტად, ფოსფოლიპიდებით გაჯერებული ცხიმოვანი მემბრანა .სურფაქტანტს აკონტროლებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები. ანუ თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გადახრის გარეშე——–ფიბროზი კი არა, არც ფილტვის ანთება, არც ბრონქიტი არ დაემართება ადამიანს. არც კი გაცივდება. არასათანადოდ თბილად ჩაცმული ხშირად ყოფილხართ სიცივეში, მაგრამ არ გაციებულხართ. მიკრობები მოდიან და მიდიან. მაგრამ, ისინი რჩებიან და აქტიურდებიან მაშინ, თუ თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების პრობლემაა , თუნდაც ლატენტური. სურფაქტანტის მთავარი როლია——-ალვეოლების გამძლეობის და მდგრადობის შენარჩუნება და დაჭიმვის შემცირება. ფიბროზი ,ფილტვის ბოჭკვანი ქსოვილის ჯერ გადიდება შებდეგ გამკვრივება და გადაგვარებაა. ჯანმრთელი სურფაქტანტის ფონზე ეს არ მოხდება. ის ხელს უშლის ლორწოს დაგროვებას. ასევე სითხის. ასევე სურფაქტანტი , ბაქტერიებისა და ვირუსებისგან მუდმივანდ იცავს ფილტვს. არეგულირებს სიმსივნის ნეკროზის ფაქტორს, რომლის გადახრა ყველა მძიმე ანთების ინიციატორია. სურფაქტანტის ცილებიდან—ერთ-ერთი -ლექტინებია , რომლებზე ფლავონოიდების თემაში ვსაუბრე და ისინი ბევრია ლობიოში. მისი სხვა ცილებიდან spa და spd, პედიატრიულ კონტიგენტში გაციების დროსაც კი ძალიან შემცირებულები არიან. ხოლო, სურფაქტანტის ცილები——-spb და spc , ფილტვის ფოსფოლიპიდების შრეებს მტკიცედ იცავენ .ეს ნიშნავს ფილტვების ხელშეუხებლობას სხვადასხვა დაავადებებისგან, ა ნთებისგან და კიბოსგან აც. რადგან ფოსფოლიპიდები ნიშნავს სიცოცხლეს , ხოლო ყველა მძიმე ან გაქრონიკულებული დაავადებების დროს ადამიანს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აქვს. მექანიზმის სიღრმით რომ განვჭვრიტოთ, სურფაქტანტი, ცხიმოვან, ცილოვან-ნახშირწყლოვანი აპკია ალვეოლებში, ჰაერის და სითხის საზღვარზე. ის მუდმივად აკონტროლებს, რომ ალვეოლებში კოლაგენი და ელასტინი არ ჩაიშალოს. ელასტინის პრობლემა თუ არაა , ფილტვების რთული ანთება არ იქნება, მითუმეტეს არ იქნება ფილტვის ფიბროზი. ელასტინზე უკვე ბევრჯერ დეტალურად ვისაუბრე. ის მთავარი კომპონენტია, ასევე არტერიის და სისხლძარღვის მდგრადობის და ელასტიკურობის. ფილტვების ანთების, ბრონქიტის, ფიბროზის და საერთოდ, ფილტვის ყველა პათოლოგიის დროს, ბოლოს სურფაქტანტის აღდგენაზე გამიზნულად , პედანტურად უნდა ვიზრუნოთ.
29—– ძალიან-მოკლედ ისევ გაგაფრთხილებთ ღვიძლზე, რადგან მისი მნიშნელობა ჯანმრთელი სიცოცხლისათვის კრიტიკულად მთავარია. ამ ქვეყანაში ჯანმრთელობის მასიურად უკანდახევაში, დიდი როლი აქვს ნაღვლის ბუშტის მნიშნვნელობის გაუბრალოებას ხან თითქმის გაშარჟებამდე. მას ღვიძლიდან იზოლირებულად აღიქვამენ. ის ღვიძლის ერთი ნაწილი და მასზე ჩამოკიდებული ბუშტია .რომელიც ყველაზე სასიცოცხლო ნივთიერებებს შეიცავს. მათ შორის ფოსფოლიპიდებს .ქვეყანაში სადაც ისეთი პრეცენდენტი შეიძლება მოხდეს, რომ მისი 4 ფუნქციის ნახვის შემდეგ, ჯანმრთელად შეფასდეს ღვიძლი, ამ ორგანოს ჯანმრთელობას და შესაბამისად მთელი ორგანიზმის სიჯანსაღეს დიდი პერსპექტივა არა აქვს. როცა ევროსტანდარტით, ღვიძლს ათეულობით ფუნქციები აქვს. ღვიძლის ჯანმრთელობის ხარისხი პირდაპირაა ასოცირებული—————ჰორმონულ მოშლასთან, ფილტვების სიძლიერესთან, ფარისებრის დაავადებებთან, პოდაგრასთან, ნერვული სისტემის დაავადებებთან, შაკიკთან, ფსიქიურ დაავადებებთან, დეპრესიასთან, სახსრებთან, სისხლძარღვებთან, ქოლესტერინის სიჭარბესთან, გულის დაავადებებთან და სხვა. ღვიძლთან ფიზიოლოგიური სწორების გარეშე ვერცერთი დაავადება ბოლომდე ვერ მორჩება. ეს არის მტკიცე აქსიომა. ყველა სასიცოცხლო ენერგია რაც ადამიანს ეძლევა წინაპრების გენეტიკური ხაზით და ასევე გარესამყაროსგან, მას მი ეწოდება ღვიძლის გზით. ორგანიზმში მიმდინარე მილიონობით რეაქციი დან, ყველა ბიოქიმიური რეაქცია ღვიძლის ეტაპს გადის. სხვადასხვა ორგანოს დაავადებების დროს ღვიძლს აქვს თავისი ინდივიდუალური პრიორიტეტული მოთხოვნილებები მკურნალობისას. გამომდინარე, დაავადებების დროს გამოწვეული, შემადგენლობითი ინდივიდუალური დისბალანსიდან. ამას ემატება პაცენტის პიროვნული პრობლემების ინდივიდუალიზმი. ამიტომ, ღვიძლს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანში სპეციფიკური მიდგომები ესაჭიროება. რაც ექიმმა უნდა განასხვავოს და მიუდგეს. თქვენ კი დაავადებების დროს ღვიძლის სურვილებს აუცილებლად უნდა შეწყოთ ხელი. რადგან ,მისი საშუალებით იღებთ ყველაზე ძვირფასს——– სასიცოცხლო ენერგიას . ღვიძლის მოთხოვნილებებზე ბევრჯერ ვისაუბრე და სხვა დროს კიდევ განვმარტავ. ახლა ერთი წინადადებით ვიტყვი, რომ მას უყვარს——სუფთა ჰაერი, მარცვლოვანი ფაფები, სუფთა წყალი, მშვიდი და სრუყოფილი ძილი, ზომიერი სპორტი, ნატურალური საკვები , გულთბილი, მშვიდი მეგობრების გარემო .
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share