საქართველოში ომიკრონის შტამის 816 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმციით, 10 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად “ომიკრონის” შტამის 816 შემთხვევა დასტურდება.

წინა დღის მონაცემეთან შედარებით, “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევები 216-ით არის გაზრდილი.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ვაქცინის “ბუსტერ” დოზები გაიკეთონ, ატარონ პირბადე და მოერიოდნ ხალხმრავალ თავშეყრებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share