“ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა…ყველას გილოცავთ ამ მიღწევას”- ღარიბაშვილი

ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ასევე გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.

ე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა მინისტრს, წარმატებული საქმიანობისთვის, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ გასულ წელს მოგეხსენებათ ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, ამის მიუხედავად ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელ გვქონდა, ამიტომ, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას, წარმატებას, რა თქმა უნდა, ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა, რომ კიდევ უფრო უკეთესი და უფრო წარმატებული წელი გვქონდეს”, – თქვა ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share