23 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი, 7 223 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 40 504 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 25 251 ტესტით, ხოლო 15 253 PCR-ით. 22 თებერვალს აიცრა 3 294 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 25,26%-ია, ბოლო 14 დღის – 29,89%-ია, 7 დღის –  27,73%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 575 999 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 429 763 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 981 კი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share