ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის-537 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-3 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 8 326, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 612 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი თებერვლის ანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30,05%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 24,27% ხოლო 7 დღის მანძილზე — 27,36%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 250 108-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 038 391-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს 15 102 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

თბილისი — 11 543;
აჭარა — 2 334;
იმერეთი — 3 413;
ქვემო ქართლი — 1 296;
შიდა ქართლი — 1 115;
გურია — 537;
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 554;
კახეთი — 851;
მცხეთა-მთიანეთი — 472;
სამცხე-ჯავახეთი — 462;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 87.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share