“23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები…საქართველოს მუდმივად ჰყავდა გმირები… სამშობლოსთვის ბრძოლა და თავგანწირვა ყოველთვის ღირს”-მიხეილ სააკაშვილი იუნკერებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. 2008 წელს, ასევე, გვყავდა შინდისის გმირები, ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები… 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მიატოვა დედაქალაქი და წავიდა ემიგრაციაში.

2008 წელს, იგივე გზას მთავაზობდა არამხოლოდ პუტინი, არამედ ზოგიერთი ევროპელიც. მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ. რაც არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსების შეცდომები, საქართველოს მუდმივად ჰყავდა გმირები და 1921 წელს სახელმწიფოებრიობა რომ ვერ შევინარჩუნეთ, იუნკერების ბრალი არაა.

დღეს მთავრობის მთავარი პროპაგანდა არის, რომ სამშობლოსთვის ბრძოლა და თავგანწირვა არ ღირს. ჩემი აზრით, ყოველთვის ღირს.

მ. სააკაშვილი. რუსთავი

შიმშილობის მე-3 (53) დღე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share