სოფელ შემოქმედში კალანდა აღნიშნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ეთნოგრაფიულ ეზოში კალანდის შესახვედრად თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა .

“ყველას პოზიტიურად დაამახსოვრდება ეს საღამო. ვულოცავ ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, ჩვენ ქვეყანას, წარმატებები საქართველოს და მადლობა ყველას, ვინც დღეს მოვიდა სოფელ შემოქმედში“, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

სოფელში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და გასართობი სივრცეები. გაიმართა კულინარიული მასტერკლასები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა: სოფო ბედიამ, სალომე ბაკურაძემ, დათუნა სირბილაძემ და კვარტეტმა “რანინამ“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share