„ეს ტელეფონი მაჩუქეს… მე რა უნდა ვქნა. აი, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ამ ტელეფონს, ეს არის iPhone 12 Pro. მე რა ვქნა ახლა, ეს ტელეფონი გავყიდო და ეს ფული გლახაკებს დავურიგო?! ამაზეა ლაპარაკი?!”, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა „რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ როდესაც ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ, მეუფე არ უნდა საუბრობდეს საკმაოდ ძვირადღირებულ ტელეფონზე. „ზუსტად ასეთმა კითხვა სახარებაშიც არის აღწერილი, როდესაც იესოს ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს. რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა ეს გლახაკებს – ვინც ეს კითხვა დასვა, გლახაკების დარდი კი არ ჰქონდაო, ეს ფული იმას ებარა და ვერცხლისმოყვარე იყოო. მე რაც შემიძლია, მაქსიმალურად ვეხმარები ყველას, ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე მთხოვა დახმარება და არ დავეხმარე. რაც შემიძლია, ვაკეთებ-ამბობს მიტროპოლიტი.