მაგალითად იგივე „ნაცმოძრაობა“, მაშინ ყოფილი სპიკერი დათო ბაქრაძე და სხვები დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, რომ არ მისცეთ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებაო და ახლაც იგივე ხდებოდა. მობილიზებულები ჰყავდათ მთელი თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, მათთან დაკავშირბეული ადამიანები რომ არ მიგვეღო კნდიდატის სტატუსი ასეთ ძალასთან გვაქვს ურთიერთობა სამწუხაროდ, საუბედუროდ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანას მართავს პატრიოტი ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა.
„მადლობა ღმერთს, რომ დღეს ხელისუფლებაში არის პატრიოტი ძალა, ის ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას, ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს, ინფრასტრუქტურა, სკოლების შენებლობა, ეკონომიკის მიმართულებით გვავქს ძალიან მაგარი წინსვლა, უპრეცედენტო, ორნიშნა ზრდა გვაქვს ბოლო ორი წელია. ამ გამოწვევების მიუხედავად ვახერხებთ, რომ ლარი არის სტაბილური, გამყარებული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შექიმნა ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში, gdp მთელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10 მილიარდი დოლარით, პერ კაპიტა უკვე 8 000 დოლარზე გავდივართ. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს მტრებს არ უხარიათ და მათი სურვილი არის საბოტაჟი და დესტრუქცია,“- აღნიშნა პრემიერმა.